|
დასახელება:
ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი
|
|
გამოქვეყნდა: 01 მაისი
/ ბოლო ვადა: 01 ივნისი
|
სს "კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი" - CTH აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტის (Juniper Travel Technology) პოზიციაზე.
კომპანია 2010 წლიდან წარმოადგენს ტურისტულ ჰოლდინგს და მუშაობს როგორც გამყვან, ასევე შემომყვან ტურიზმზე. მასში გაერთიანებულია, თავის სფეროში, ბაზარზე ლიდერი კომპანიები: GASA - რომელიც გამყვანი ტურიზმითაა დაკავებული, ეწევა ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების რეალიზაციას და ოფიციალური სავაჭრო აგენტია საქართველოში ისეთი კომპანიების, როგორიცაა: Pegasus Airlines, Air Arabia. GDM კი წარმოადგენს საერთაშორისო ტურ-ოპერატორს საქართველოში.
პოზიციის აღწერა
ვაკანსია განკუთვნილია დამწყები ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტისთვის, რომლის მთავარი ამოცანაა საერთაშორისო ტურისტული პლატფორმის - Juniper Travel Technology-ს სიღრმისეული შესწავლა და მისი ადმინისტრირება. პოზიცია ითვალისწინებს ტექნიკურ მხარდაჭერას, სისტემურ კონფიგურაციასა და ინოვაციური ციფრული ინსტრუმენტების დანერგვაში მონაწილეობას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სისტემური სწავლება და ადმინისტრირება: Juniper-ის სასწავლო მასალების (ვიდეო-ლექციები, ტექნიკური დოკუმენტაცია) დამოუკიდებლად ათვისება, პლატფორმის პარამეტრების მართვა და საიტის ტექნიკური მხარდაჭერა.
** გუნდის მხარდაჭერა და ტრენინგი: თანამშრომლებისთვის სისტემების და ახალი ციფრული ინსტრუმენტების გამოყენების სწავლებაში დახმარება; ტექნიკური კონსულტაციის გაწევა ყოველდღიურ სამუშაო პროცესში.
** ინოვაციები და ავტომატიზაცია: ხელოვნური ინტელექტისა (AI) და ავტომატიზაციის ახალი შესაძლებლობების მუდმივი მოძიება და მენეჯმენტისთვის შეთავაზება (პროცესების ოპტიმიზაციის მიზნით).
** კომუნიკაცია პროექტის მენეჯერთან: რეგულარული ანგარიშგება და მჭიდრო თანამშრომლობა პროექტის მენეჯერთან მიმდინარე ამოცანების, სისტემური სტატუსისა და დაგეგმილი სიახლეების შესახებ.
** კომუნიკაცია მომწოდებელთან: Juniper-ის გლობალურ მხარდაჭერის გუნდთან მიმოწერა (ინგლისურ ენაზე) ტექნიკური საკითხებისა და ხარვეზების გადაჭრის მიზნით.
** ტესტირება: ახალი ფუნქციონალების და ინტეგრაციების (API) ტესტირების პროცესში მონაწილეობა და დოკუმენტირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება: უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი IT, კომპიუტერული მეცნიერებების ან ბიზნეს-ტექნოლოგიების მიმართულებით.
** ტექნიკური უნარები: საბაზისო წარმოდგენა ვებ-სისტემებისა და ციფრული ხელსაწყოების შესახებ. ** ინტერესი AI ინსტრუმენტებისა და ავტომატიზაციის მიმართ.
** ინგლისური ენის ცოდნა სრულყოფილად.
პიროვნული თვისებები:
** ახალი ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00.
სამუშაო ადგილი: მ. კოსტავას 14, D ბლოკი, Stamba-ს ტერიტორიაზე.
დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: HR@CTH.GE. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე (CV) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან რეზიუმე (CV) შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).
|
|
|
|