15 წელზე მეტია, თიბისი ფეი ერთ-ერთი უმსხვილესი საგადახდო მომსახურების პროვაიდერია საქართველოში. კომპანია სრულადაა ფოკუსირებული მომხმარებელზე და გადახდის პროცესის მაქსიმალურად გამარტივებასა და დახვეწას ისახავს მიზნად. თიბისი ფეის საშუალებით, მომენტალური გადახდები დღეს ხელმისაწვდომია ყველგან და ყველასთვის, 24 საათის განმავლობაში.
თიბისი ფეის ქვეყნის მასშტაბით აქვს 4, 000- ზე მეტი თვითმომსახურების ტერმინალი და ვებგვერდი http://www.tbcpay.ge აქვს, აღნიშნულ პლატფორმებზე სერვისების დიდი მრავალფეროვნებაა, აქტიური სერვისების რაოდენობა კი 1, 000-ს აღემატება. კომპანიის მიზანია, შეინარჩუნოს სწრაფი გადახდების ლიდერის პოზიცია და კიდევ უფრო განავითაროს პროფესიონალთა გუნდი.
ვაკანტური პოზიციის დასახელება: IT მხარდაჭერის სპეციალისტი
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო მოვალეობები:
** შემოსული მოთხოვნების ინდივიდუალურად მოგვარება პოზიციის შესაბამისი კომპეტენციის და უფლებების ფარგლებში;
** კომპიუტერული ტექნიკის ტექნიკური მხარდაჭერა, ხარვეზების იდენტიფიკაცია და გამოსწორების უზრუნველყოფა;
** არსებული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი და ა.შ.) ინსტალაცია, გამართვა;
** კომპიუტერული და ქსელური პრობლემების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
** საინფორმაციო-ტექნოლოგიური სახის ხარვეზებზე დროული რეაგირება;
** ტექნოლოგიური ხარვეზების აღრიცხვა, კონტროლი, მონიტორინგი;
** კომპიუტერული ტექნიკის დიაგნოსტიკა და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** თანამშრომელთათვის კომპიუტერულ ტექნიკასთან/ პროგრამებთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა და დახმარება;
** შესაბამის და დროული კომუნიკაცია სხვა და სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან;
ცოდნა/გამოცდილება:
** უმაღლესი განათლება კომპიუტერული მეცნიერებების დარგში
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის B2 ცოდნა
პიროვნული თვისებები და უნარები/კომპეტენციები:
** პრობლემების ანალიზის უნარი;
** ორგანიზებული;
** პასუხისმგებლიანი;
** დამოუკიდებლობა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
სამუშაო პირობები:
** სამუშაო განაკვეთი: სრული
** სამუშაო გრაფიკი 10:00 - 19:00 ორშაბათი - ხუთშაბათი, 10:00 - 17:00 პარასკევი
რეზიუმეს განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, რეზიუმე/CV გამოაგზავნოთ ელ ფოსტაზე vacancy@Tbcpay.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "IT მხარდაჭერის სპეციალისტი"
გაცნობებთ, რომ მონაცემების დამუშავებას ახორციელებს შპს "თიბისი ფეი" (ს/კ 204559361, რეგისტრაციის მისამართი: თბილისი, მარჯანიშვილის 7), რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად, მონაცემთა დამუშავების მიზანია ვაკანსიის (მათ შორის სამომავლო ვაკანსიის) მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენა დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით, მონაცემთა მითითებული ვადით შენახვა ხორციელდება შპს "თიბისი ფეის" კუთვნილი სათანადო ლიცენზიის ფარგლებში "Microsoft 365"-ის ღრუბლოვან სისტემაში.
კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოს მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, რისთვისაც მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე info@tbcpay.ge
შპს "თიბისი ფეი", როგორც მზარდი ორგანიზაცია ეყრდნობა თანაბარი მოპყრობის პრინციპებს, დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს, კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით, მათ შორის: რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის,
ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების,
დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ. თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის, ან ასეთის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი: 032 2 27 27 47 ან *2747; ელ ფოსტა: info@tbcpay.ge ან ანონიმური მხილების გზით: https://tbcpay.ge/anonymous-reporting
შპს "თიბისი ფეი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.
|