Робота для біженців з України
ხარისხის კონტროლიორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარისხის კონტროლიორი
მომწოდებელი: აპტოსი
გამოქვეყნდა: 01 მაისი / ბოლო ვადა: 01 ივნისი
"Aptos" ესთეტიკური მედიცინის და სილამაზის ინდუსტრიის წამყვანი ქართული კომპანიაა. Aptos-ის ისტორია 1996 წელს იწყება: პლასტიკურმა ქირურგმა მარლენ სულამანიძემ გამოიგონა მსოფლიოში პირველი კბილანებიანი ძაფი, რამაც ჩაუყარა საფუძველი ესთეტიკური მედიცინის ახალ მიმართულებას, ძაფებით ლიფტინგს. სწორედ ქართულ კომპანიას ეკუთვნის პირველი საერთაშორისო პატენტი და სერიული წარმოების ლიცენზია კოსმეტიკურ ძაფზე ესთეტიკური მედიცინის მიმართულებით.

გარდა ამისა, "Aptos" გახდა პირველი ქართული კომპანია, რომელმაც CE [Conformité Européene] ნიშანი აქვს სამედიცინო პროდუქტზე, რაც ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში ექსპორტის საშუალებას აძლევს. ამჟამად პროდუქცია მსოფლიოს ექვსივე დასახლებულ კონტინენტზე, 90 ქვეყანაშია წარმოდგენილი. 2021 წლიდან კი Aptos-ის პროდუქცია მსოფლიო ბაზარზე Made in Georgia სამარკო ნიშნით გადის.

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ გვერდზე: https://aptos.global/

კომპანია "აპტოსი" ეძებს: ხარისხის კონტროლიორი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მიღებული ნედლეულის პირველადი კონტროლის პროცესში მონაწილეობის მიღება და პროგრამაში ასახვა;
** შუალედური პროდუქტის კომპანიის სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლის, სტერილური პროდუქტის ვიზუალური კონტროლის პროცესში ჩართულობა;
** საბოლოო მზა პროდუქტის კონტროლის პროცესში ჩართულობა;
** ეტიკეტების შემოწმება, გამოყენების ინსტრუქციების და საბოლოო შესაფუთი მასალების, შიდა და გარე ეტიკეტების კონტროლის პროცესში ჩართულობა. შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** სისუფთავისა და პერსონალის შემოსვლის მონიტორინგის პროცესში ჩართულობა;
** წარმოების ბარათის მონიტორინგის პროცესში ჩართულობა.

აუცილებელი განათლება და გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:00;
** სამუშაოს ადგილმდებარეობა: ორხევი, გ. ამილახვრის ქ.#15

ჩვენ გთავაზობთ: კორპორატიული ბენეფიტების პაკეტს: ტრანსპორტირება, კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა, საკომუნიკაციო პაკეტი.

დაინტერესების შემთხვევაში, 1 ივნისამდე გამოგზავნეთ პროფესიული რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hr@aptos.ge; გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ხარისხის კონტროლიორი

დავუკავშირდებით, მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს

გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "აპტოს"-ის ან შპს "აპტოს"-ის უფლებამოსილი პირის მიერ, სხვა პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. პირი, აპლიკაციის მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის გზით, ადასტურებს და თანხმდება წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს მიწოდებული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშალა ან განადგურება. ამ შემთხვევაში, შპს "აპტოს", ისევე როგორც შესაბამისი უფლებამოსილი პირი, 15 დღის ვადაში გაასწორებს, განაახლებს, დაამატებს, დაბლოკავს, წაშლის, გაანადგურებს მიღებულ ინფორმაციას ან მიიღებს გადაწყვეტილებას მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან ან სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე