|
დასახელება:
ოფისის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
აკვალაინი
|
|
გამოქვეყნდა: 01 მაისი
/ ბოლო ვადა: 01 ივნისი
|
Aqualine აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიდი დიღომი
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრების დახვედრა;
** შეხვედრებისათვის შესაბამის გარემოს შექმნა;
** ცხელი ხაზის სატელეფონო ზარების მიღება/მონიტორინგი და უკუკავშირის უზრუნველყოფა;
** ელექტრონული ფოსტის კონტროლი;
** შემოსული და გასული კორესპონდენციის მართვა;
** მონაცემთა ბაზების შექმნა/მონიტორინგი;
** დოკუმენტ-ბრუნვის უზრუნველყოფა - მომსახურების ხელშეკრულებების, მიღება-ჩაბარებებისა და სხვა დოკუმენტების წარმოება;
** კომპანიის სოციალური მედიის არხებზე მომხმარებლებთან კომუნიკაცია;
** ძირითადი საშუალებების პერიოდული აღწერა;
** ოფისისთვის საჭირო ინვენტარის შეძენა და გადანაწილება;
** სამეურნეო მარაგების შექმნა და განახლება;
** სარეკლამო და საგამოფენო მასალების ადმინისტრირება/მართვა და მიმწოდებლებთან კომუნიკაცია;
** საქმიანი ვიზიტების/მივლინებების, შეხვედრების კოორდინირება;
** პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
** უმაღლესი განათლება;
** ადმინისტრაციულ პოზიციებზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
** საოფისე პროგრამების სამუშაო დონეზე ფლობა;
** დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაციისა და კოორდინაციის კარგი უნარები;
** პროფესიული განვითარებისა და ცოდნის მუდმივი განახლების მოტივაცია.
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
** ფიქსირებული ანაზღაურება 1500 ლარი
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კორპორატიული ნომერი;
** თანამშრომლის წილის საპენსიო გადასახადის 2%-ის დაფარვა;
** კვარტალში 1 დამატებითი დასვენების დღე (Day Off);
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
hr@aqualine.ge
|
|
|
|