Робота для біженців з України
ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: დიპლომატ ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 01 მაისი / ბოლო ვადა: 01 ივნისი
სადისტრიბუციო კომპანია შპს "დიპლომატ ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში, დაწინაურების პერსპექტივით.

შპს "დიპლომატ ჰოლდინგი" არის საქართველოს მასშტაბით ლიდერ კომპანიათა შორის, რომელიც ახორციელებს დისტრიბუციას 2002 წლიდან და დღესდღეობით წარმოადგენს ისეთი მსხვილი კომპანიების ექსკლუზიურ დისტრიბუტორს, როგორებიცაა - Frixx, Perfetti (Chupa Chups) campina, ehrman, Choco pie, anakom, Hochland, white bear, Cherkizovo, Ramensky, Don johns, pasteroni, Orbetros, - საერთაშორისო ბრენდებს;

დამატებით ინფორმაციისთვის ეწვიეთ საიტს: http://www.diplomatholding.com.ge

ძირითადი მოვალეობები:

** ოფისში მოსული სტუმრების მიღება-გადამისამართება;
** სტუმრებთან ურთიერთობა და კომუნიკაციის წარმართვა;
** სატელეფონო ზარებზე, ელ. წერილებზე პასუხი, ინფორმაციის მიწოდება ან საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დეპარტამენტთან გადამისამართება;
** მეგობრული და ეფექტური სერვისის შეთავაზება სტუმრებისთვის;
** საფოსტო გზავნილის მიღება-გადამისამართება;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავსი მიმართულებით;

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;
** კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დისციპლინირებულობა;
** სხარტი აზროვნება;
** დამოუკიდებლად სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დღეები: ორშაბათი -პარასკევი;
** სამუშაო საათები: 10:00-17:00;
** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება;
** მისამართი: ქ.თბილისი, ა.ბელიაშვილის 145ბ
** ჩვენ გთავაზობთ: პროფესიონალ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას, მეგობრულ სამუშაო გარემოს და რაც მთავარია განვითარების, კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV მისამართზე: hr@holding.com.ge და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე