|
დასახელება:
კონსულტანტი ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულებაში
|
| მომწოდებელი:
ბიდიო
|
|
გამოქვეყნდა: 01 მაისი
/ ბოლო ვადა: 15 მაისი
|
კომპანია "BDO Georgia" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულებაში
"BDO Georgia" არის წამყვანი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნეს სერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებას და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. 250-ზე მეტი პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 169 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა წარმოდგენილი, ბიდიოს საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია უმსხვილეს აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის.
ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულება აერთიანებს მომსახურებათა ფართო სპექტრს: ფინანსური მოდელირება და ეკონომიკური მაჩვენებლების პროგნოზირება, ინდუსტრიების კვლევა, პროექტის ეკონომიკური დასაბუთება, ბაზრების ანალიზი მიკროეკონომიკურ და მაკროეკონომიკურ ჭრილში, პროექტის ეკონომიკური ეფექტის შეფასება, დიუ დილიჯენსი და ტრანზაქციებთან დაკავშირებული სერვისები, სასამართლო ექსპერტიზა, ბიზნესის ღირებულების დადგენა, აქტივების შეფასება და სხვა.
იხილეთ განცხადების სრული ტექსტი ბმულზე: https://bdo.peopleforce.io/careers/v/205414-
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 15.05.2026
|
|
|
|