Робота для біженців з України
საწყობის ოფიცერი - ნატახტარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის ოფიცერი
მომწოდებელი: Poolandspa
გამოქვეყნდა: 01 მაისი / ბოლო ვადა: 01 ივნისი
კომპანია Poolandspa (საცურაო აუზების სამშენებლო კომპანია) აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოფიცრის პოზიციაზე ნატახტარში (გადაადგილება კომპანიის სატრანსპორტო საშუალებით).

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობში არსებული პროდუქციის ზედმიწევნით შესწავლა
** სასაწყობე პროგრამაში მუშაობა (სწავლებას უზრუნველყოფს დამსაქმებელი)
** მაღაზიაში მარაგების აღწერა და ნაშთების რეგულარული კონტროლი
** შესყიდული და იმპორტირებული მასალების დასაწყობება და აღრიცხვა დადგენილი წესის მიხედვით
** საქონლის დასაწყობების პროცესში მონაწილეობის მიღება (დატვირთვა-გადმოტვირთვა) შესაბამისი ტექნიკის გამოყენებით
** პროდუქციის მიღება-გაცემა სასაქონლო ზედნადების მიხედვით
** ადგილობრივ შესყიდვებში მონაწილეობა
** გასაცემი პროდუქციის მომზადება-გაშვება შესაბამის ობიექტზე ზედნადების მიხედვით
** წუნდებული მასალის აღწერა და დასაწყობება
** საქონლის განლაგების კონტროლი, საქონლის დაცულობა და შენახვის პირობების დაცვა
** საჭიროების შემთხვევაში კომპანიის ავტომობილით დანიშნულების ადგილამდე საქონლის ტრანსპორტირება
** სასაწყობე ფართებში მარაგების კონტროლი და ინფორმაციის მიწოდება შესაბამის პასუხისმგებელ პირთან
** გეგმური ინვენტარიზაცია
** მარაგების მიწოდების შეუფერხებლობის, დროული მიწოდების უზრუნველყოფა და კონტროლი
** სასაწყობე ფართის ოპტიმალურად ათვისების უზრუნველყოფა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება
** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა
** მართვის მოწმობა B კატეგორია, მექანიკა (სავალდებულო)

ხელფასი: 2500 ლარი (ხელზე ასაღები)

გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე office@poolandspa.ge და Subject-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე