Робота для біженців з України
ტენდერი სახლის ფასადზე სარემონტო სამუშაოს მომსახურებაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი სახლის ფასადზე სარემონტო სამუშაოს მომსახურებაზე
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 30 აპრილი / ბოლო ვადა: 11 მაისი
თანდართული ფაილი: 718083_SOS_6510062.zip
ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი ქუთაისის სტანდარტული პროექტის ადმინისტრაცია იწვევს შესაბამისი გამოცდილების მქონე ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებს ზესტაფონის (კვალითი) მსტ სახლის ფასადზე სარემონტო სამუშაოს მომსახურების უზრუნველსაყოფად.

სავალდებულო მოთხოვნები:

ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

** ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები)
** უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
** მომსახურების შესაბამისი დეტალური ხარჯთაღრიცხვა დალუქული კონვერტით
** ინფორმაცია ბოლო სამი წლის განმავლობაში ანალოგიური სამუშაოების შესრულების შესახებ (სამუშაოთა მოცულობის, ღირებულებების მითითებებით და ფოტომასალით) შესაბამისი რეკომენდაციით;

თანხის გადახდის პირობები: მომსახურების სრული ღირებულების გადახდა მოხდება მომსახურების გაწევის შემდგომ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან მაქსიმუმ ხუთი სამუშაო დღის ვადაში

მომსახურების გაწევის ვადები და პირობები:

** ტენდერში მონაწილეობის მსურველმა ორგანიზაციებმა და ფიზიკურმა პირებმა უნდა უზრუნველყონ მიმდინარე წლის 1 ივლისიდან 31 ივლისამდე ბავშვთა სოფელი ქუთაისის ზესტაფონი (კვალითი) მსტ სახლის ფასადზე სარემონტო სამუშაოს ჩატარება;
** სახლის ფასადზე დაზიანებული გალესილი და გაბრიზგული ადგილების ჩამოყრა;
** დაზიანებული კარნიზებისა და ფანჯრის რაფების მოწყობა;
** ფასადის დაზიანებული ადგილების შელესვა და გაბრიზგვა;
** სახლის მთლიანი ფასადის შეღებვა, სერთიფიცირებული, ხარისხიანი, ღია სივრცისთვის განკუთვნილი საღებავით - 450 მ2
** სახლის ფასადზე არსებული რკინის კონსტრუქციის დამუშავება/შეღებვა ხარისხიანი, სერთიფიცირებული, გარე სივრცისთვის განკუთვნილი საღებავით - 25 მ.
** სამშენებლო ნარჩენების გატანა

მომსახურების გაწევის პერიოდი: 2026 წლის 01 ივლისიდან 31 ივლისამდე.
მომსახურების გაწევის ადგილი: ქ. ზესტაფონი, კვალითი

დაინტერესებულმა პირებმა ან კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად, ქართულ ენაზე. გთხოვთ, ბეჭდით დალუქულ კონვერტზე სათაურად მიუთითოთ: "ზესტაფონის მსტ სახლის ფასადის რემონტი".

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა: 2026 წლის 11 მაისი, 12:00 საათი.

განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, ჰერმან გმაინერის-4

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" დაუკავშირდება მხოლოდ იმ კომპანიებს ან ფიზიკურ პირებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ წერილობით დაკავშირება შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: Tinatin.Dograshvili@sos-kd.ge

მომსახურების გაწევის ფასი არის კონფიდენციალური.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე