Робота для біженців з України
დერატიზაცია/დენსექციის განყოფილების ლაბორანტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დერატიზაცია/დენსექციის განყოფილების ლაბორანტი
მომწოდებელი: სანდასუფთავება
გამოქვეყნდა: 30 აპრილი / ბოლო ვადა: 08 მაისი
შპს "სანდასუფთავება" აცხადებს ვაკანსიას დერატიზაცია/დენსექციის განყოფილების ლაბორანტის თანამდებობაზე.

კონკურსის ტიპი: გასაუბრება
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ადლიის ქ#167
ვაკანსიების რაოდენობა: 1
თანამდებობრივი სარგო: 1950 ლარი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 08.05.2026წ

ძირითადი ფუნქციები:

** მღრღნელებისათვის მოწამლულ-მისატყუებლისა და მწერების საწინააღმდეგო სადეზინსექციო ხსნარების მომზადება პრეპარატების ინსტრუქციებისა და მოქმედი ნორმატივების შესაბამისად;
** მიღებული პრეპარატების ხარჯვის ნორმების შემუშავება მოქმედი რეგულაციების მიხედვით და წარდგენა განყოფილების უფროსთან;
** ლაბორატორიის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** შესაძენი სადეზინსექციო და სადერატიზაციო პრეპარატების შესახებ წინადადებების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ლაბორანტის სპეციალობით;
** ლაბორანტად მუშაობის გამოცდილება;
** შესაბამისი კანონმდებლობისა და რეგულაციების ცოდნა (მწერებისა და მღრღნელების საწინააღმდეგო პრეპარატების მომზადებისა და გამოყენების სფეროში).

კომპიუტერული უნარები:

** Microsoft Word - კარგი
** Microsoft Excel - კარგი
** Microsoft PowerPoint - კარგი
** სხვა კომპიუტერული პროგრამების გამოყენების უნარი

აუცილებელი უნარები:

** ეფექტური კომუნიკაცია;
** გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური და კომპლექსური აზროვნება;
** დროის მართვა და ორგანიზება;
** ინფორმაციის მოძიება და ანალიზი;
** ინიციატივის გამოვლენა და ცვლილებების მართვა.

კონკურსში მონაწილეობისათვის წარსადგენი დოკუმენტები:

** განცხადება;
** CV
** დიპლომის ასლი;
** პირადობის მოწმობის ასლი;

შერჩევის ეტაპები:

3. განაცხადების გადარჩევა
4. გასაუბრება

დამატებითი მოთხოვნები შერჩეული კანდიდატისთვის:

შერჩევის შემთხვევაში კანდიდატმა 15 კალენდარული დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს:

** ცნობა ნასამართლეობის შესახებ;
** ნარკოლოგიური შემოწმებისა და აღრიცხვიანობის ცნობები;

გადაწყვეტილების მიღება:

განაცხადების მიღება დასრულდება მ/წ 08 მაისს, ხოლო განაცხადების გადარჩევა განხორციელდება მ/წ 15 მაისამდე პერიოდში. აღნიშნულის შემდეგ განისაზღვრება გასაუბრების თარიღი, რის შესახებაც პრეტენდენტები ინფორმირებულნი იქნებიან და მოწვეულნი იქნებიან გასაუბრებაზე.

საკონტაქტო ინფორმაცია:

მის: ქ. ბათუმი, ადლიის ქ#167;
ტელ: 577695959, 0422247020, 0422242000 (09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე)
ელ.ფოსტა: sandasuftavebabatumi@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე