Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=718072&print=yes&view=jobs
 
სამრეცხაოს თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამრეცხაოს თანამშრომელი
მომწოდებელი: ibis Tbilisi City
გამოქვეყნდა: 30 აპრილი / ბოლო ვადა: 30 მაისი
"ACCOR" ჯგუფის წევრი სასტუმრო "ibis Tbilisi City" აცხადებს ვაკანსიას - ლონდრის თანამშრომლის პოზიციაზე

შენი როლი იქნება:

** უნიფორმებისა და პირსახოცების რეცხვა, გაშრობა და დაუთოება
** სისუფთავისა და ჰიგიენის ნორმების დაცვა
** რაოდენობის კონტროლი და აღრიცხვა
** საწყობში წესრიგის შენარჩუნება

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ყურადღება დეტალების მიმართ
** ფიზიკური შრომის შესრულების უნარი

რას გთავაზობთ ჩვენ:

** ACCOR-ის სასტუმროების ფასდაკლების ბარათს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კვებას
** ტრენინგებსა და განვითარების შესაძლებლობებს
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა თბილისი, სასტუმრო ibisi Tbilisi city, ვ. წითლანაძის ქუჩა N1
** სამუშაო განრიგი: 5/2, 09:00-18:00 სთ

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.ibis@hpm.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - ლონდრის თანამშრომელი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გაცნობებთ, რომ "ibis Tbilisi City" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მათი ცვლილება/წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ ზემოთხსენებულ ელფოსტაზე.

წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია