Робота для біженців з України
შშმ პირთა დღის ცენტრში სპეციალური მასწავლებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შშმ პირთა დღის ცენტრში სპეციალური მასწავლებელი
მომწოდებელი: კავშირი - ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება
გამოქვეყნდა: 30 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
დღის ცენტრის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირთა ჯგუფის სპეციალური მასწავლებლის პოზიციაზე

ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" აცხადებს კონკურსს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა დღის ცენტრში სპეციალური მასწავლებლის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად.

ორგანიზაციის ბაზაზე შშმ ბავშვთა დღის ცენტრი მუშაობს 2005 წლიდან. დღის ცენტრის სამუშაო საათებია ყოველდღე, ოფიციალური უქმე დღეების გარდა, 10:00-17:00 საათამდე. ცენტრში ბენეფიციარები ჩართულები არიან სხვადასხვა განმავითარებელ აქტივობებსა და ღონისძიებებში.

სპეცმასწავლებლის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მოიძიოს, შექმნას და პრაქტიკაში გამოიყენოს ბენეფიციარზე მორგებული სხვადასხვა საგანმანათლებლო და განმავითარებელი რესურსები;
** შეიმუშაოს გუნდთან ერთად ბენეფიციართა ინდივიდუალური განვითარების გეგმა, ფსიქოლოგის შეფასებაზე დაყრდნობით;
** შეძლოს კომუნიკაციის დამყარება და მხარდაჭერა კომუნიკაციის სირთულის მქონე ბენეფიციარის, კომუნიკაციის დამხმარე და ალტერნატიული საშუალებების გამოყენებით;
** სხვადასხვა შესაბამისი აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების გზით, ხელი შეუწყოს ბენეფიციარებს შორის პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და განვითარებას;
** ითანამშრომლოს ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელთან;
** ითანამშრომლოს დღის ცენტრის მულტიდისციპლინურ გუნდთან;
** მიიღოს მონაწილეობა დღის ცენტრის გარე და შიდა ღონისძიებებში;
** დღის ცენტრის სტანდარტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის, განათლების, სოციალური სამუშაოს ან სხვა მომიჯნავე სფეროში (შესაძლებელია პროფესიული განათლებაც)
** სასურველია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან/პირებთან მუშაობის გამოცდილება (გამოცდილებად ჩაითვლება პრაქტიკისა და სტაჟირების კურსები);

დამატებითი ინფორმაცია:

** ორგანიზაციის პერსონალის მხრიდან შესაძლებელი საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ტრენინგის უზრუნველყოფა;

პიროვნული მახასიათებლები:

** კარგი კომუნიკაციური და გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოტივირებულობა;
** კეთილსინდისიერება;
** პუნქტუალურობა;
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის სწორად განაწილების უნარი.

შერჩევის კრიტერიუმები:

** საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა;
** სამუშაო გამოცდილება;
** მოტივაცია;
** პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა.

შერჩევა იწარმოებს ორ ეტაპად:

** ელფოსტაზე მიღებული ინფორმაციის განხილვა - შერჩევა;
** გასაუბრება;

ანაზღაურება: 900 ლარი (ხელზე ასაღები)

განმცხადებელმა ორგანიზაციის ელ. მისამართზე უნდა წარმოადგინოს:
რეზიუმე (CV)

განცხადება წარმოდგენილი უნდა იყოს ელ. მისამართზე
dcfs.georgia@gmail.com "subject" ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "სპეციალური მასწავლებელი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლებისა და პროფესიონალების პირველი გაერთიანება საქართველოში, რომელიც დაფუძნდა 1995 წელს. ორგანიზაციის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მათი ოჯახების უფლებების დაცვა, შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა. ორგანიზაცია ახორციელებს ინკლუზიური განათლების პროცესის მდგრადი განვითარებისთვის ხელშემწყობ პროექტებს და სოციალურ სერვისებს. ორგანიზაციის ბაზაზე დანერგილი სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შშმ ბავშვებისთვისა და პირებისთვის. ხელმისაწვდომია როგორც ჯგუფური, ისე ინდივიდუალური თერაპიები.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე