|
დასახელება:
მოწვეული ლექტორი - სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტი
|
| მომწოდებელი:
ევროპის უნივერსიტეტი
|
|
გამოქვეყნდა: 30 აპრილი
/ ბოლო ვადა: 10 მაისი
|
შპს "ევროპის უნივერსიტეტი" აცხადებს კონკურსს სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის მოწვეული პერსონალის შერჩევის მიზნით ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო (ინგლისურენოვანი) საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, შემდეგი მიმართულებით: ბიოსტატისტიკა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
მოწვეული ლექტორის პოზიციის დასაკავებლად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა)ჰქონდეს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას ელექტრონულად (ელ. ფოსტაზე: hr@eu.edu.ge) წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი მიმართულების მითითებით;
ბ) ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე ევროპის უნივერსიტეტის ფორმატში (განაცხადის და CV-ის ფორმა იხილეთ შემდეგ ელექტრონულ ბმულზე:);
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ)შესაბამის სფეროში კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები (უცხოეთში მიღებული განათლების, მათ შორის მეცნიერებათა. არსებობის შემთხვევაში კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);
ე) "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ" შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა";
ვ) სხვა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში).
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
1. პირველი ეტაპი - კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა-შეფასება.
2. მეორე ეტაპი - საჩვენებელი ლექციის ჩატარება.
კონკურსის ვადები:
მოწვეული ლექტორის პოზიციის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2026 წლის 30 აპრილიდან 10 მაისის ჩათვლით.
საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისათვის
გთხოვთ, წერილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. კონკურსანტთა განაცხადების მიღებას,
რეგისტრაციას და კონკურსანტთა კონსულტირებას უზრუნველყოფს ევროპის უნივერსიტეტის
ადამიანური რესურსების მართვის სამსახური.
საკონტაქტო რეკვიზიტები: დ. გურამიშვილის გამზ. N76. hr@eu.edu.ge ტელ: 032 2 000 171 ; ტელ: 032 2 000 171
|
|
|
|