Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: MS Holding
გამოქვეყნდა: 30 აპრილი / ბოლო ვადა: 30 მაისი
კომპანია "MS holding"-ს ქართულ ბაზარზე მოღვაწეობის 20 წლიანი ისტორია აქვს. კომპანია ლიდერ პოზიციაზეა, როგორც იმპორტირებული პროდუქციის პორტფელით, ასევე სადისტრიბუციო სერვისით, მთელი საქართველოს მასშტაბით. "ემ ეს ჰოლდინგის" პრიორიტეტული მიმართულებაა სამზარეულოს ტექნიკისა და ჭურჭლის იმპორტი.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ გვერდს: https://msholding.ge/

"MS holding" გეძებს შენ გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე

რისი გაკეთება მოგიწევს?

** პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან გრძელვადიანი, სტაბილური პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება;
** სამოქმედო უბანზე გაყიდვების პროცესის სრულად მართვა;
** სავაჭრო ობიექტებზე ყოველკვირეული ვიზიტების განხორციელება და მოლაპარაკებების პროცესების წარმოება;
** ობიექტზე დადგენილი არხების მიხედვით ასორტიმენტის შეტანა/განთავსება;
** ახალი სავაჭრო ობიექტების იდენტიფიცირება, ათვისება და მოლაპარაკებების პროცესების სრულად მართვა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების გუნდის მართვა, მათთვის ამოცანების დელეგირება და შესრულების მონიტორინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე;
** აუცილებელია ქსელურ სავაჭრო ობიექტებთან მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** ბაზრის კვლევის და ანალიზის უნარი;
** გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაცია;
** მოლაპარაკების წარმოების ძლიერი უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.


სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, სამგორის რაიონი, ჭირნახულის ქუჩა #4
** სამუშაო გრაფიკი: სრული, 09:30-18:00 საათი
** ანაზღაურება: შეთანხმებით

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული ზრდის შესაძლებლობა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
** სპეციალური ფასდაკლება პროდუქციაზე.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@msholding.ge. გთხოვთ ელ.ფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება!

გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ MS holding-მა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე