Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=717905&print=yes&view=jobs
 
შესყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: Hash Bank
გამოქვეყნდა: 30 აპრილი / ბოლო ვადა: 30 მაისი
"HashBank" არის ციფრული ბანკი, სიახლე ქართულ ბაზარზე. ჩვენი მიზანია შევქმნათ თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული, რევოლუციური პროდუქტი და შევცვალოთ წარმოდგენა საბანკო ინდუსტრიაზე.

ჩვენს გუნდში ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე ადამიანებს კორპორაციული კულტურის ძლიერი შეგრძნებით, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.

პოზიციის დასახელება: შესყიდვების სპეციალისტი

სამუშაო განრიგი: ოფისიდან, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 10:00 - 19:00სთ.

ძირითადი ფუნქციები:

** კომპანიის საჭიროებების იდენტიფიცირება და შესყიდვების დაგეგმვა ბაზრის კვლევა;
** მომწოდებლების მოძიება/შეფასება კომერციული შეთავაზებების მიღება, შედარება და ანალიზი;
** მოლაპარაკებების წარმოება ფასზე, ვადებზე და პირობებზე;
** შესყიდვების შეკვეთების მომზადება და კონტროლი;
** ხელშეკრულებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება და მონიტორინგი;
** მიწოდების პროცესის კონტროლი და ვადების დაცვა;
** შიდა დეპარტამენტებთან კოორდინაცია (ფინანსები, იურიდიული და სხვა);
** მომწოდებლების შესრულების შეფასება (performance evaluation);
** რისკების იდენტიფიცირება და შემცირების ღონისძიებების დაგეგმვა;
** შესყიდვების დოკუმენტაციის წარმოება და არქივირება;
** კომპანიის პოლიტიკებისა და პროცედურების დაცვა;

ცოდნა და გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება (ბიზნესი, ეკონომიკა, ლოგისტიკა ან შესაბამისი სფერო);
** მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება შესყიდვებში;
** ინგლისური ენის ცოდნა (საშუალო ან მაღალი დონე);
** MS Office (განსაკუთრებით Excel) კარგი ცოდნა;

უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტაცია;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა უნარი;
** ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაცია;
** მოლაპარაკებების ძლიერი უნარები;
** დროის მართვის და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე: career@hashbank.ge განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 30 მაისი, 2026.

გთხოვთ სათაურში მიუთითოთ: შესყიდვების სპეციალისტი.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.

კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: career@hashbank.ge

სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია