Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=717903&print=yes&view=jobs
 
ექსპორტის გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექსპორტის გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: თბილღვინო
გამოქვეყნდა: 30 აპრილი / ბოლო ვადა: 30 მაისი
"თბილღვინო" ღვინის მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში. კომპანიის ისტორია 1962 წლიდან იწყება, როდესაც საქართველოში ყველაზე დიდი ღვინის საწარმო გაიხსნა, რომელიც 90-იან წლებში კერძო კომპანიად იქცა და მალევე დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი საერთაშორისო ბაზარზე.

კომპანია დღეის მდგომარეობით 170-მდე მუდმივ თანამშრომელს ასაქმებს. ფლობს ორ თანამედროვე წარმოებას თბილისსა და ყვარელში, 402 ჰექტრამდე ვენახებს კახეთის რეგიონში.

დაარსებიდან დღემდე, კომპანიამ უდიდესი აღიარება და უამრავი ჯილდო მოიპოვა ისეთ საერთაშორისო კონკურსებზე, როგორებიცაა Decanter London, IWSC, IWC, Mondial, Berlin Wine Trophy და ბევრი სხვა.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://www.tbilvino.ge/

"თბილღვინო" აცხადებს ვაკანსიას ექსპორტის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ამოცანები:

** მარკეტინგის გუნდთან ერთად ექსპორტზე ბრენდის განვითარებისა და გაყიდვების სტიმულირებისთვის შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება
** საკუთარი პორტფელის საექსპორტო გაყიდვების გეგმის შედგენა, შეთანხმება ხელმძღვანელთან, პარტნიორთან და შესრულების მართვა
** კორესპონდენციის წარმოება არსებულ პარტნიორებთან, მათგან შეკვეთების მიღება და მიღებული შეკვეთების შესრულების მონიტორინგი
** ლოგისტიკის კონტროლი, შეკვეთის დროულად მიღებისა და გადატვირთვის უზრუნველყოფა
** არსებულ პარტნიორებთან კომუნიკაცია და საჭიროების შემთხვევაში არსებული საექსპორტო გაყიდვების გეგმის მოდიფიკაცია
** არსებულ საექსპორტო ბაზრებზე ღვინის განვითარების ტენდენციების შესწავლა, შესაბამისად უკეთესი შეთავაზებების ფორმირება არსებული და პოტენციური პარტნიორებისთვის
** მარკეტინგული აქტივობების, დეგუსტაციებისა და გაყიდვების მასტიმულირებელი სხვა აქტივობების ინიცირება გაყიდვების ზრდისთვის, საჭიროების მიხედვით დაგეგმილი აქტივობების აღსრულებაში ჩართულობა
** არსებულ პარტნიორებთან დაგეგმილი ფასდაკლებებისა და სხვა მარკეტინგული აქტივობების გამართულად განხორციელების უზრუნველყოფა
** პარტნიორებთან ყოველთვიური გაყიდვების და არსებული მარაგების გადამოწმება და შესაბამისად გადატვირთვების გეგმის მოდიფიცირება
** პარტნიორებისგან კონტრაქტის შესაბამისად თანხის დროული მიღების უზრუნველყოფა
** ექსპორტის გაყიდვების პროცესში პარტნიორი კომპანიებისგან მოთხოვნილი დოკუმენტების მომზადება და დაკავშირებული საჭირო პროცედურების ვადებიც დაცვით განხორციელება
** პრობლემური თანხების მიღებისთვის შესაბამისი სამართლებრივი და სხვა სახის ღონისძიებების გატარება
** სხვადასხვა საკომუნიკაციო და მარკეტინგული მასალების მომზადებაში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია გაყიდვების მიმართულებით 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა C1 დონეზე
** მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება
** საოფისე პროგრამების პროფესიულ დონეზე ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** პრეზენტაციების მომზადებისა და წარდგენის უნარი
** დროისა და პრიორიტეტების ეფექტიანად მართვა
** პროაქტიულობა და განვითარებაზე ორიენტირებულობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ორგანიზებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კორპორაციულ სატელეფონო ლიმიტს
** საერთაშორისო მივლინებებში მონაწილეობის შესაძლებლობას
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს
** პროფესიონალებით დაკომპლექტებულ, მეგობრულ გუნდსა და გარემოს
** ბაზარზე კონკურენტულ ანაზღაურებას, შესრულებული სამუშაოს შეფასებაზე დაფუძნებულ საბონუსე სისტემას და სხვა კორპორაციულ ბენეფიტებს.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: პეტრე მელიქიშვილის 8ა
** სამუშაო დრო: ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: join@tbilvino.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

"თბილღვინო" წარმატებას გისურვებთ!

"გაცნობებთ, რომ სს "თბილღვინოსთვის" ან მისი დავალებით მოქმედი პირისათვის CV-ის გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ სს "თბილღვინომ" - ვაკანტურ ვაკანსიასთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, დაამუშაოს თქვენს რეზიუმეში მითითებული ან საჯაროდ ხელმისაწვდომი პერსონალური მონაცემები. ამასთან, თქვენი მხრიდან წერილობითი უარის არ დაფიქსირების შემთხვევაში, სს "თბილღვინო" იტოვებს უფლებას, რომ 2 წლის ვადით შეინახოს და დაამუშაოს თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემები, რათა, საკუთარი საჭიროებებიდან გამომდინარე, განიხილოს თქვენი კანდიდატურის თავსებადობა სამომავლოდ გამოცხადებულ ან უკვე არსებულ სხვა ვაკანტურ პოზიციასთან მიმართებაში".

სს "თბილღვინო" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია