|
დასახელება:
აუდიტის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ქუდოს ჯორჯია
|
|
გამოქვეყნდა: 29 აპრილი
/ ბოლო ვადა: 30 მაისი
|
ფინანსური სერვისების საერთაშორისო კომპანია "Kudos Georgia" აცხადებს ვაკანსიას აუდიტის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** აუდიტის პროცესის ეფექტიანი ორგანიზება და წარმართვა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ISA) შესაბამისად;
** Kudos International Network -ის მიერ შემუშავებული აუდიტის მეთოდოლოგიის სრულფასოვანი გამოყენება;
** აუდიტის პროცესში მომზადებული დოკუმენტების მიმოხილვა;
** აუდიტის დასკვნის მომზადება და პარტნიორისთვის წარდგენა;
** კომპანიის მენეჯმენტისადმი წერილის (Management letter) მომზადება;
** აუდიტის გუნდის მართვა;
** შიდა ტრენინგების ჩატარება;
** პრაქტიკული ტრენინგების უზრუნველყოფა ფინანსური აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის;
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსური ან/და ბიზნეს მიმართულებით;
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
** უფროს აუდიტორად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება საერთაშორისო აუდიტორულ ფირმაში;
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** IFRS და ISA სტანდარტების მაღალ დონეზე ცოდნა;
პირობები:
** ადგილმდებარეობა: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 61, ბიზნეს ცენტრი "მოზაიკა";
** სამუშაო განაკვეთი: სრული;
** ანაზღაურება: შეთანხმებით;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე 2026 წლის 30 მაისამდე წარმოადგინოთ LinkedIn Jobs - ის შესაბამისი ფუნქციით ან გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@kudos.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება და სასურველი მინიმალური სახელფასო განაკვეთი.
გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას შპს "ქუდოს ჯორჯიამ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
|
|
|
|