|
დასახელება:
კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ბიგჩოისი
|
|
გამოქვეყნდა: 29 აპრილი
/ ბოლო ვადა: 29 მაისი
|
უსაფრთხოების სისტემების კომპანია "ბიგჩოისი" წარმოადგენს ქართული ბაზრის მოწინავე კომპანიას რომელიც 15 წელია აწარმოებს სხვადასხვა ქვეყნებიდან საუკეთესო ხარისხის უსაფრთხოების სისტემების იმპორტს და საინსტალაციო სერვისს.
"ბიგჩოისი" აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო საათები: ორშაბათი-შაბათი (მონაცვლეობით) 10:00-19:00
სამუშაო ადგილი: თბილისი, ცოტნე დადიანი ქ #7
შრომის ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსები საშუალოდ 1900 ლარი+
სამუშაოს აღწერა:
** იმეილ და სატელეფონო კომუნიკაცია პოტენციურ დამკვეთებთან;
** კლიენტების მოძიება/მოზიდვა კერძოდ კომპანიებთან ურთიერთობა და მათთან პირველადი მოლაპარაკებების წარმოება;
** გაყიდვების გაზრდის ხელშეწყობა;
** გაყიდვების გეგმის შესრულება;
** კომპანიის მომსახურების (პროდუქტების) ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
** დოკუმენტაციის მომზადება: კონტრაქტები, ინვოისების და სხვა
უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელური;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** ორგანიზებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
** დაზღვევა
** კორპორაციული ნომერი (ულიმიტო სასაუბრო);
** Fitpass-ი;
** საქმის ადგილზე შესწავლას;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობა
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: info@bigchoice.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|