Робота для біженців з України
არამედიკამენტების კატეგორიის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: არამედიკამენტების კატეგორიის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ავერსი-ფარმა
გამოქვეყნდა: 29 აპრილი / ბოლო ვადა: 28 მაისი
შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას არამედიკამენტების კატეგორიის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია მენეჯმენტის ან მარკეტინგის მიმართულებით);
** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე, მათ შორის მარკეტინგის, ბრენდის ან კომერციული მენეჯერის როლში.
** საოფისე პროგრამების სრულყოფილო ცოდნა; MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა; 1C / ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა (ინგლისური ენა მინიმუმ B2 დონეზე).რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** მოლაპარაკებების წარმოების ძლიერი უნარი; სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება; შედეგზე ორიენტაცია; პასუხისმგებლობის მაღალი დონე; ლიდერული მიდგომა და გუნდური მუშაობის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** კატეგორიის განვითარების სტრატეგიის შექმნა და განხორციელება - გაყიდვების, მომგებიანობისა და ბაზრის წილის ზრდაზე ფოკუსით;
** არსებული ბრენდებისა და პროდუქტების პრომოციის სრული ციკლის მართვა;
** კატეგორიის მენეჯერების გუნდის ხელმძღვანელობა - მიზნების დასახვა, შედეგების მონიტორინგი და გუნდის განვითარება;
** კატეგორიის ფინანსური მაჩვენებლების ანალიზი (ბრუნვა, მარჟა, რენტაბელობა) და ოპტიმიზაციის შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
** სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება მთავარ მომწოდებლებთან - ფასების პოლიტიკა, წლიური გეგმები და ინოვაციები;
** მარკეტინგული აქტივობების კოორდინაცია - კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება მარკეტინგის გუნდთან ერთად;
** კატეგორიული ანალიზების ჩატარება - ასორტიმენტის, გაყიდვების ტენდენციების და მომხმარებლის ქცევის შეფასება;
** გაყიდვების გეგმების შემუშავება და შესრულების კონტროლი (თვიური / კვარტალური / წლიური);
** ასორტიმენტის განვითარების მართვა - ახალი ბრენდებისა და პროდუქტების შერჩევა;
** გუნდისა და აფთიაქების პერსონალის გადამზადების მხარდაჭერა;
** ბიზნეს რისკების მართვა - მარაგები, ვადაგასული პროდუქცია, ფასთა ცვლილებები და მომწოდებლების რისკები.

დამატებითი ინფორმაცია:

კომპანია გთავაზობთ დინამიკური და გამოწვევებით სავსე სამუშაო გარემოს ზრდისა და განვითარების პერსპექტივით. როგორც კატეგორიის ხელმძღვანელს, გეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა მართოთ სამკურნალო კოსმეტიკის მიმართულება და პირდაპირ გავლენა მოახდინოთ მის განვითარებასა და ბაზრის პოზიციონირებაზე.

ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576); 557 577442

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 28.05.2026

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე.

დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.

CV-ს ან/და სხვა პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში კანდიდატს ავტომატურად ენიჭება შემდეგი უფლებები: პერსონალური მონაცემების მიღების უფლება; მონაცემების გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება; მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; მონაცემთა დაბლოკვის უფლება; მონაცემთა გადატანის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; გასაჩივრების უფლება.

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/gmUpYNfnN9
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე