|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
InLogistics
|
|
გამოქვეყნდა: 29 აპრილი
/ ბოლო ვადა: 29 მაისი
|
კომპანია "LLC InLogistics" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ახალი კლიენტების მოზიდვაზე, არსებული კლიენტების განვითარებაზე და კომპანიის ლოგისტიკური სერვისების, განსაკუთრებით სასაწყობე და 3PL მომსახურებების, ეფექტურ კომერციალიზაციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
ძირითადი მოვალეობები:
** პოტენციური კლიენტების იდენტიფიცირება და აქტიური მოძიება (B2B სეგმენტი)
** ცივი ზარების განხორციელება პოტენციურ კლიენტებთან
** პაიპლაინის მართვა (lead generation → negotiation → closing)
** მოლაპარაკებების წარმოება და კომერციული პირობების შეთანხმება
** კლიენტების საჭიროებების ანალიზი და ინდივიდუალური 3PL/warehousing გადაწყვეტების შეთავაზება
** შეთავაზებების და ტარიფების მომზადება (costing/pricing) და მარჟების კონტროლი
** კონტრაქტების მომზადება და გარიგებების დახურვა
** არსებული კლიენტების პორტფელის მართვა და განვითარება
** ბაზრის ანალიზი და კონკურენტების მონიტორინგი
** გაყიდვების ბაზაში კლიენტებისა და აქტივობების მართვა
** შიდა გუნდებთან (საწყობი, ტრანსპორტირება, ფინანსები) კოორდინაცია მომსახურების ეფექტური მიწოდებისთვის
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში (უპირატესობა მიენიჭება ლოგისტიკის, 3PL, FMCG ან რიტეილ სექტორს)
** B2B გაყიდვების პრაქტიკული გამოცდილება
** სასურველია და უპირატესობა მიენიჭება სასაწყობე ოპერაციების ცოდნას (ინბაუნდი, აუთბაუნდი, სტოკის მართვა, order fulfillment, picking/packing)
** მოლაპარაკებების და კომუნიკაციის ძლიერი უნარები
** შედეგზე ორიენტირებული და თვითმოტივირებული პიროვნება
** ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია); რუსული ჩაითვლება უპირატესობად
** MS Office-ის ცოდნა (Excel - საშუალო დონე)
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუს სისტემას (შედეგებზე მიბმული)
** კორპორაციული დაზღვევა
** ტრანსპორტი მეტროდან ოფისამდე
** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას სწრაფად მზარდ კომპანიაში
** რეალურ გავლენას კომპანიის კომერციულ სტრატეგიასა და სერვისების განვითარებაზე
** დინამიკურ, შედეგზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს
თუ გაქვთ გამოცდილება ლოგისტიკაში და გსურთ გაყიდვების მიმართულებით პროფესიული განვითარება, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV: j.lominadze@inlog.ge
|
|
|
|