Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=717574&print=yes&view=jobs
 
კურიერების მართვის კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კურიერების მართვის კოორდინატორი
მომწოდებელი: ოიში სუში
გამოქვეყნდა: 29 აპრილი / ბოლო ვადა: 29 მაისი
"ოიში სუში" აცხადებს ვაკანსიას კურიერების მართვის კოორდინატორის (Team Lead) პოზიციაზე!

ჩვენ ვართ სწრაფად მზარდი იაპონური რესტორნების ქსელი და ვეძებთ 3 ახალ წევრს, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენი მიწოდების სერვისის სრულყოფილ მუშაობას. თუ გაქვს ლოჯისტიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება და გსურს მართო დინამიკური პროცესები შემოგვიერთდი!

ადგილმდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი / ცვლებში მუშაობა
ანაზღაურება: საათში 7, 5Gel

ძირითადი მოვალეობები:

** კურიერების მართვა: ახალი კურიერების მოძიება, შერჩევა და სამუშაო პირობების გაცნობა;
** დისპეტჩინგი: საიტიდან შემოსული შეკვეთების რეალურ დროში გადანაწილება ოპერატორებზე;
** მონიტორინგი: კურიერების "ლაივ" ლოკაციისა და გადაადგილების კონტროლი;
** სერვისის ხარისხი: იმის კონტროლი, თუ რა დროში გააქვს კურიერს შეკვეთა ფილიალიდან და რა დროში აბარებს მომხმარებელს (Service Time);
** კომუნიკაცია: მომხმარებლებთან კავშირი დაგვიანებულ ან ადრე მისულ შეკვეთებზე; უკუკავშირის მიღება;
** და ანაზღაურების კონტროლი: მომხმარებლების მიერ გადმორიცხული თანხების გადამოწმება (სქრინების კონტროლი) და კურიერების ყოველკვირეული გამომუშავების დაანგარიშება;
** ადმინისტრირება: კურიერების გრაფიკების მართვა და პროცესის აღრიცხვა Google Drive-ში.

ვის ვეძებთ:

** გაქვს მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ლოჯისტიკის/მიწოდების სფეროში;
** შეგიძლია მაღალი ტრაფიკის (დიდი რაოდენობის შეკვეთების) პირობებში მუშაობა;
** გაქვს მცირე გუნდის მართვის გამოცდილება და ლიდერული უნარები;
** თავისუფლად ფლობ Google Drive/Sheets-ს;
** ხარ პასუხისმგებლიანი, ენერგიული და დეტალებზე ორიენტირებული.
** ქართულ ენაზე გამართული მეტყველება და წერა;
** ინგლისურის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად

რას გთავაზობთ ჩვენ:

** მეგობრული და გუნდური სამუშაო გარემო;
** ღამის ცვლის შემდეგ უზრუნველყოფილია ტაქსით ტრანსპორტირება;
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს ცვლების მიხედვით;
** სრულ მხარდაჭერასა და ტრენინგს სამუშაო პროცესში.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: oishiops@gmail.com; სათაურის ველში მიუთითეთ: Courier Team Lead"

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია