|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
აი ბი სი
|
|
გამოქვეყნდა: 28 აპრილი
/ ბოლო ვადა: 28 მაისი
|
კომპანია "IBC" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, საბურთალოს ტერიტორია (ბიზნეს ცენტრი)
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 სთ (დისტანციურად მუშაობა არ განიხილება)
შრომის ანაზღაურება: ხელფასი 2000 ლარი (ხელზე) + ერთჯერადი ბონუსი 20% გაყიდული სერვისიდან. ულიმიტო ტელეფონი + დაზღვევა.
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (გამოსაცდელი ვადა სრულად ანაზღაურებადია)
ძირითადი მოვალეობები:
** სატელეფონო ზარების განხორციელება.
** პოტენციური კლიენტების მოძიება.
** პრეზენტაციების ჩატარება.
** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება.
** სხვადასხვა.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია) (სტუდენტების კანდიდატურა არ განიხილება).
** გაყიდვების მენეჯერად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი (ი.გ გაყიდვების მენეჯერი და არა ქოლ-ცენტრის ოპერატორი, დისტრიბუტორი და ა.შ).
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სავალდებულოა).
** მართვის მოწმობა (სასურველია და მიენიჭება უპირატესობა).
** რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია და ჩაითვლება უპირატესობად).
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-ფოსტის მეშვეობით მისამართზე: bic.corp.company@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
|
|
|
|