Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: ალკოჰოლური სასმელების მაღაზია
გამოქვეყნდა: 28 აპრილი / ბოლო ვადა: 28 მაისი
ალკოჰოლური სასმელების სპეციალიზებული მაღაზია თბილისში, დიდი დიღმის ფილიალში (მირიან მეფის #49), აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა და პროდუქტის პრეზენტაცია კომპანიაში დაწესებული სტანდარტების მიხედვით;
** პროდუქციის მერჩენდაიზინგის წესების დაცვით თაროებზე განთავსება;
** თაროების რეგულარულად შევსება და განახლება;
** ფასების იარლიყების და საორიენტაციო ნიშნების სწორად განთავსება;
** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წესების სრული დაცვით წარმოება;
** სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება.

გრაფიკი: მცოცავი 10:00-16:00 ან 16:00-22:00 (კვირაში 6 სამუშაო დღე)
ანაზღაურება: 1300 ლარამდე (900 ფიქსირებული + ბონუსი გაყიდვიდან);

დაინტერესების შემთხვევაში გადმოგვიგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე: hr@alcosphere.ge

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე