|
დასახელება:
მძღოლ-ექსპედიტორი
|
| მომწოდებელი:
მასტერ კოფი
|
|
გამოქვეყნდა: 28 აპრილი
/ ბოლო ვადა: 28 მაისი
|
კომპანია "მასტერ კოფი" არის კომპანია იაკობს საქართველოს ოფიციალური დისტრიბუტორი ყავის ბიზნესის მიმართულებით და კაფეების ქსელ "COFFEESTA"-ს მფლობელი კომპანია. "მასტერ კოფს" გააჩნია ყავის მარცვლის დიდი ასორტიმენტი: CARTE NOIRE", " JACOBS", "PIAZZA DORO", "L`OR" და უზრუნველყოფს ყავის აპარატების - Franke, Schaerer, Astoria, Saeco, Dr. Coffee - მიწოდებასა და მათი სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფას.
ამ ეტაპზე "მასტერ კოფი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-ექსპედიტორის პოზიციაზე;
ვეძებთ შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდის წევრს.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დ. სარაჯიშვილის გამზ.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის ბაზაზე არსებული პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
** გაყიდვების პროცესის ორგანიზება და მართვა;
** სავაჭრო ვიზიტების დროს კომპანიის სტანდარტების დაცვა;
** ავტომობილის ბორტის პროდუქციით დატვირთვა;
** პროდუქციის დროული მიწოდების უზრუნველყოფა;
** კომპანიის კუთვნილი ავტომობილის მოვლა სისუფთავის დაცვა.
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** ავტომობილის კარგად მართვის უნარი;
** პროფესიული ჩვევებისა და ცოდნის მუდმივი სრულყოფა;
აუცილებელი მოთხოვნები: B კატეგორიის მექანიკის მართვის მოწმობა აუცილებელია;
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00
** დასვენება: შაბათი/კვირა;
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1400ლ;
** მოქმედებს ყოველთვიური საბონუსე სისტემა, შესრულებული სამუშაოს მიხედვით;
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ გუნდს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@mastercoffee.ge. ელ.ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: მძღოლ-ექსპედიტორი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|