|
დასახელება:
საბეჭდი დანადგარის ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
შვიდი პლასტი
|
|
გამოქვეყნდა: 28 აპრილი
/ ბოლო ვადა: 27 მაისი
|
კომპანია "შვიდი პლასტის" სამუშაო სფერო მოიცავს შესაფუთი მასალების წარმოებას.
კომპანიის საწარმოში მზადდება ვაკუუმ და თერმო შეფუთვები. კომპანია "შვიდი პლასტი" შესაფუთი მასალებით ამარაგებს კვების პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
კომპანია "შვიდი პლასტი" აცხადებს ვაკანსიას: საბეჭდი დანადგარის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, მიხა ხელაშვილის ქ. N54
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: შეთანხმებით
ძირითადი მოვალეობები:
** საწარმოო დანადგარის (ფლექსოგრაფიის დანადგარი) ექსპლუატაცია;
** პროდუქციის მიღების სრული ციკლის წარმართვა;
** დანადგარის ტექნიკური გამართულობის კონტროლი კომპეტენციის ფარგლებში;
** საბეჭდი პროცესის ხარისხის კონტროლი და დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** საწარმოო პროცესში გამოყენებული მასალების სწორად გამოყენება და კონტროლი;
** სამუშაო სივრცის სისუფთავისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
** უშუალო ხელმძღვანელთან კოორდინირებული მუშაობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საწარმოო დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება (ფლექსოგრაფიის მიმართულებით);
** ტექნიკური პროცესების გაგების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** შრომის უსაფრთხოების ნორმების ცოდნა და დაცვა.
დაინტერესებულმა პირებმა დაგვიკავშირდით ნომერზე 511 71 85 72 ან მოგვწერეთ ელექტრონულ მისამართზე: recruiting@shvidimeat.com სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: საბეჭდი დანადგარის ოპერატორი.
რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა 2026 წლის 27 მაისი.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) "შვიდი პლასტში". თქვენი პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|
|
|
|