შპს "კანვენი-კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ეროვნული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას დამლაგებლის პოზიციაზე.
პირობები:
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 09.00-დან 16.30-მდე
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, დიღმის მასივი, კონსტანტინე ჩაჩავას ქ.#1
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 800 ლარი
უზრუნველყოფილი იქნება სამგზავრო ბარათით.
პიროვნული მახასიათებლები:
** ფიზიკურად შრომისუნარიანი
** სუფთა, მოწესრიგებული
** პუნქტუალური
** ენერგიული
** შრომისმოყვარე
** ორგანიზებული
** გუნდური მუშაობის უნარის მქონე
** საქმეზე ორიენტირებული
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ჰიგიენური ნორმებისა და ინსტრუქციების დაცვით, სამუშაო სივრცის (კაბინეტების, სამანიპულაციოების, დერეფნების, კიბის უჯრედების, სველი წერტილების) დალაგება შესაბამისი ხსნარებით, სამუშაო კაბინეტებში არსებული ურნების დაცლა-გაწმენდა, სამუშაო სივრცეებიდან ნარჩენების გატანა წესების დაცვით
** ჰიგიენური საშუალებების შენახვის, გამოყენების წესებისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა.
სავალდებულო მოთხოვნები:
** ანალოგიური სამუშაო გამოცდილება.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ СV ქართულ ენაზე ფოტოსურათით და საკონტაქტო ტელეფონით მისამართზე kanveni@kanveni.ge, სათაურის ველში (subject_ში), გთხოვთ, მიუთითეთ "დამლაგებელი".
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ტელეფონები: 2-95-77-44
განცხადებების მიღება, ასევე, შესაძლებელია ცენტრის მისამართზე: თბილისი, კონსტანტინე ჩაჩავას ქ. # 1, (ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს შენობა დიღომში), შპს "კანვენი-კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ეროვნული ცენტრი, ყოველდღე 10.00 -დან 16.00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა).
შერჩეულ კანდიდატებს გასაუბრების თარიღი გეცნობებათ ტელეფონით ან ელფოსტით.
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
|