Робота для біженців з України
მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: Merlons
გამოქვეყნდა: 28 აპრილი / ბოლო ვადა: 28 მაისი
"Merlons"-ის საქმიანობა ეფუძნება ინტერიერის და ექსტერიერის მოსაპირკეთებელი მასალებისა და საყოფაცხოვრებო ავეჯის იმპორტსა და საცალო-კორპორატიულ რეალიზაციას საქართველოში. ჩვენი მისიაა ვიყოთ გამორჩეულად სანდო, მეგობრული და კომპეტენტური კომპანია საზოგადოებასა და გარემოზე დადებითი გავლენის მოსახდენად.

ამჯერად, ვეძებთ მარკეტინგის მენეჯერს

ეს არის შესაძლებლობა შემოუერთდეთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს და ხელი შეუწყოთ წამყვანი ბრენდის წარმატებას სახლის ინტერიერის ინდუსტრიაში.

ადგილმდებარეობა: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის 142
ანაზღაურება: დამოკიდებულია გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე
გრაფიკი: კვირაში ხუთი დღე - 10:00-19:00 საათამდე (დასვენების დღეები შაბათი და კვირა)

ფუნქცია-მოვალეობები:

** მარკეტინგული გუნდის სტრუქტურირება;
** სოციალური მედია არხების კოორდინირებული მართვა;
** მარკეტინგული ბიუჯეტის განაწილება;
** კომპანიის მარკეტინგის სტრატეგიის ჩამოყალიბება და პროცესების მართვა;
** მიზნობრივი აუდიტორიის განსაზღვრა;
** მომხმარებლის ქცევის, მათი მოთხოვნილებებისა და საჭიროების დადგენა;
** ბრენდის (ბრენდების) იდენტობის გამტკიცება;
** შესყიდვებისა და გაყიდვების გუნდთან კონსულტაციების გავლა;
** მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებისა და სერვისების დადგენა;
** ვებ გვერდების გამართვის ან ახლიდან შექმნის ხელმძღვანელობა და მონიტორინგი;
** ყოველთვიური აქტივობების გეგმის წარდგენა;
** ყოველთვიური რეპორტინგი და შედეგების გაანალიზება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება აუცილებელია;
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება მარკეტინგის მიმართულებით;
** ციფრული და სოციალური მედია პლატფორმების მართვის ცოდნა და გამოცდილება;

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და ახალგაზრდულ გუნდსა და სივრცეს, სადაც თქვენი იდეა და ინიციატივა მნიშვნელოვანია;
** კარიერული დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ყველაზე კარგი შედეგების მქონე თანამშრომლების მოგზაურობისა და დასვენების დაფინანსებას;
** მზარდ ანაზღაურებასა და ეფექტურ საბონუსე სისტემას;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: office@vitra.com.ge. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება
- "მარკეტინგის მენეჯერი".

დეტალური ინფორმაცია ბრენდის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საიტზე - https://merlons.ge/ka/ https://www.facebook.com/Merlons.ge
https://vitra.com.ge/ka/
https://www.facebook.com/VitraGeorgia
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე