Робота для біженців з України
სატვირთო და სპეც. ტექნიკის სერვისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სატვირთო და სპეც. ტექნიკის სერვისის მენეჯერი
მომწოდებელი: გსმ სერვისი
გამოქვეყნდა: 28 აპრილი / ბოლო ვადა: 28 მაისი
კომპანია "გსმ სერვისი" 2019 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ავტო/ტექ მომსახურება მსუბუქი, სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით. ასევე სათადარიგო ნაწილებით საცალო და სადისტრიბუციო ვაჭრობა. კომპანია აქტიურად მუშაობს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში.

სატვირთო და სპეც ტექნიკის სერვისის მენეჯერი

შესასრულებელი სამუშაო:

** სერვისის სატვირთო და სპეც ტექნიკის სექციის ტექნიკური რესურსის და სამუშაო ძალის დაგეგმარება, არსებული გამოწვევების და კონტრაქტების შესაბამისად;
** სატვირთო და სპეც ტექნიკის სერვისში მიღება, რეგისტრაცია, დიაგნოსტირება და ტექნიკური გამართვა;
** სერვისში არსებული სატვირთ და სპეც ტექნიკისათვის სამუშაოს გაწევის ვადებისა და სამუშაოს ხასირსხის კონტროლი;
** სატვირთო და სპეც ტექნიკის სათადარიგო ნაწილების საჭიროების გამოვლენა, შესყიდვების განყოფილებისთვის ინფორმაციის მიწოდება და შესყიდვის მოთხოვნა;
** უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი ხელოსნების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა;
** სერვისის ტერიტორიისა (ბოქსების) და სახელოსნო ინვენტარის საჭიროებების განსაზღვრა და დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** საჭიროებისამებრ კომპანიის სერვისით მოსარგებლე ტექნიკის გარემონტებისთვის საჭირო კომპანიის მოძებნა და პირობების შეთანხმება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) და Excel პროგრამის ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სატვირთო და სპეცტექნიკის მაღალ ტექნიკურ დონეზე ცოდნა;
** რომელიმე ERP პროგრამის ცოდნა/მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად).

hr@gsmservice.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე