Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=717439&print=yes&view=jobs
 
რეგიონალური მონიტორინგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეგიონალური მონიტორინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: სანდომი
გამოქვეყნდა: 28 აპრილი / ბოლო ვადა: 28 მაისი
მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე, როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით, სრული საქართველოს მასშტაბით.

საყოველთაო რანჟირების შედეგად პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება. შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს - "სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი" - მსხვილ საწარმოებს შორის.
"სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია - მომხმარებელზე ორიენტირება, მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 - საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.

შპს "ვასაძის პური", ბრენდი "სანდომი" აცხადებს ვაკანსიას რეგიონალური მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

ფუნქცია/მოვალეობები:

** ქსელის მაღაზიების (ქსელური და ტრადიციული) ვიზიტი და არსებული მდგომარეობის მონიტორინგი;
** პროდუქციის რაოდენობის, ნაშთებისა და ვადების კონტროლი;
** ბრენდის ასორტიმენტის პოზიციონირების მონიტორინგი;
** კონკურენტი კომპანიების პროდუქციის პოზიციონირების მონიტორინგი;
** ბრენდის პროდუქციის შეთავაზება და პარტნიორების მოძიება;
** დარღვევების რეესტრის წარმოება;
** პრობლემების იდენტიფიცირება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
** გამოვლენილი ხარვეზების ან დარღვევების შესახებ რეპორტების მომზადება/წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** ამავე სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** აუცილებელია საკუთარი ავტომობილის ყოლა.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00;
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი შედეგებიდან გამომდინარე (ფიქსირებული 1500 ლარი, +200 ლარი მანქანის ცვეთის ხარჯი, საწვავი);
** ადგილმდებარეობა: თბილისი (და რეგიონი).

ჩვენ გთავაზობთ:

** განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრობას;
** მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;
** Fitpass-სა და კორპორატიულ დაზღვევას.

გთხოვთ, CV გამოგვიგზავნოთ ქართულ ენაზე ელ. მისამართზე: sandomicareer@gmail.com და სათაურის (subject) ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ვასაძის პურის" მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია