|
დასახელება:
სამედიცინო პროდუქტების და განვითარების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
4Hospitals
|
|
გამოქვეყნდა: 28 აპრილი
/ ბოლო ვადა: 27 მაისი
|
"4ჰოსპიტალსი" სამედიცინო კომპანიაა, რომელიც დაარსდა 2014 წელს და ახორციელებს სამედიცინო პროდუქციისა და სერვისის მიწოდებს კომპანიებისთვის. "4ჰოსპიტალსი" არის მრავალი საერთაშორისო ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი. ჩვენი განაცხადია, "ხარისხი - პროცესის თითოეულ ეტაპზე", შესაბამისად კომპანიის მოღვაწეობა ეფუძნება თანამშრომლებთან და კლიენტებთან გრძელვადიანი პარტნიორობის პრინციპებს.
კომპანია "4Hospitals" ეძებს სამედიცინო პროდუქტების და განვითარების მენეჯერს.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ბაზრის, კონკურენტული შეთავაზებებისა და მომხმარებელთა საჭიროებების ანალიზი;
** ბაზარზე კომპანიის არსებული პოზიციებისა და შეთავაზებების გაუმჯობესება;
** კომპანიის პორტფელში არსებული პროდუქტების უმაღლეს დონეზე ცოდნა;
** ახალი პროდუქტის გაშვების, ოპერირებისა და განვითარების პროცესში მონაწილეობა;
** გუნდებს შორის (გაყიდვები, შესყიდვები, ლოჯისტიკა, მენეჯმენტი) კოორდინაციის წარმართვა;
** უკუკავშირის ანალიზი და ცვლილებების რეკომენდირება;
** ინდუსტრიული ტენდენციებისა და ინოვაციების მონიტორინგი;
** კომპანიის პროდუქტებზე სატრენინგო მასალების მომზადება;
** თანამშრომლების მუდმივი ტრენინგის პროცესის წარმართვა;
პროფესიული საკვალიფიკაციო უნარები/მოთხოვნები:
** განათლება: აუცილებელია უმაღლესი სამედიცინო განათლება.
** ექიმებთან თანამშრომლობის პრაქტიკული გამოცდილება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** რუსული და/ან ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
სამუშაო პირობები:
** კონკურენტული / მაღალი ანაზღაურება;
** გამოსაცდელი პერიოდი - 6 თვე;
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანსაღ, კომფორტულ, მეგობრულ და მაღალი კორპორაციული კულტურის სამუშაო გარემოს,
** კარიერული განვითარებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების შესაძლებლობას,
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
თუ ვაკანსიის პირობები თქვენთვის საინტერესოა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@4hs.ge, არაუგვიანეს 2026 წლის 27 მაისისა.
გთხოვთ, "subject"-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში შემოსული რეზიუმე არ განიხილება.
"4Hospitals" გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|