|
დასახელება:
ბარ-მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
რესტორანი ისტორია
|
|
გამოქვეყნდა: 28 აპრილი
/ ბოლო ვადა: 28 მაისი
|
"რესტორანი ისტორია" არის ახალგახსნილი რესტორანი ქალაქის გულში და სთავაზობს სტუმრებს გამორჩეულ გემოს, მაღალ სტანდარტებსა და განსაკუთრებულ გარემოს. ვქმნით ადგილს, სადაც ხარისხი, კომფორტი და სტუმართმოყვარეობა ერთმანეთს ერწყმის.
ამჟამად ვაგროვებთ პროფესიონალ და მოტივირებულ გუნდის წევრებს, რომლებიც ჩაერთვებიან ახალი პროექტის შექმნაში და დაგვეხმარებიან განსაკუთრებული გამოცდილების შეთავაზებაში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, აბანოთუბანი
სამუშაო გრაფიკი: 9 საათიანი სამუშაო დღე, დასვენება 2 დღე
ანაზღაურება: შეთანხმებით
ფუნქცია-მოვალეობები:
** ბარის ყოველდღიური ოპერაციების ორგანიზება და კონტროლი
** ბარმენებისა და ბარის პერსონალის შერჩევა, გადამზადება, შეფასება და მართვა
** ბარის მენიუს შექმნა/განახლება
** სასმელების, ინგრედიენტებისა და ინვენტარის მარაგების კონტროლი
** სანიტარული ნორმების კონტროლი
** სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
** მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება ბარის მენეჯერის ან უფროს ბარმენის პოზიციაზე
** ბარის ოპერაციების სრულად მართვის უნარი
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირება
** პასუხისმგებლობა, სანდოობა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა
ჩვენთან დაგხვდებათ:
** მზარდი ანაზღაურება,
** სამედიცინო დაზღვევა,
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა,
** შიდა როტაციისა და დაწინაურების პერსპექტივა
ჩვენ ვამუშავებთ, რეზიუმეში მითითებულ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის, შესაბამისობის დადგენის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვინახავთ ვაკანსიის განთავსების ვადის ამოწურვიდან 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში.
თუ თქვენ თანახმა ხართ, თქვენი რეზიუმე განვიხილოთ სამომავლო ვაკანტურ თანამდებობებთან მიმართებით, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე: hr.abanotubanigroup@gmail.com, რეზიუმეს გამოგზავნისას "თანახმა ვარ". ამასთან, გაცნობებთ რომ, თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს კომპანიისთვის წერილობითი (მათ შორის ელექტრონული) მიმართვის გზით გამოიხმოთ თქვენი თანხმობა.
|
|
|
|