Робота для біженців з України
სერვის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვის მენეჯერი
მომწოდებელი: აბანოთუბანი გრუფი
გამოქვეყნდა: 28 აპრილი / ბოლო ვადა: 28 მაისი
"აბანოთუბანი ჯგუფი" წარმოადგენს მზარდ კომპანიას სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ტრადიციებისა და კულტურის პოპულარიზაციას თბილისის ისტორიულ, ტურისტულად აქტიურ უბანში და ემსახურება სტუმრებისთვის განსაკუთრებული გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შექმნას.

"აბანოთუბანი ჯგუფში" ჩვენ ვეძებთ აქტიურ, მოტივირებულ, პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ კანდიდატებს სერვის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, აბანოთუბანი
სამუშაო გრაფიკი: 7 საათიანი სამუშაო დღე, დასვენება 1 დღე
სამუშაოს ანაზღაურება: 1500₾-2000₾ (დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე)

ფუნქცია-მოვალეობები:

** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა, დავალებების გონივრულად გადანაწილება და შესრულების ხარისხის კონტროლი;
** თანამშრომლებისთვის სათანადო მითითებების მიწოდება და მათი ინსტრუქტაჟი მომსახურების გაუმჯობესების მიზნით;
** მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა;
** ონლაინ ჯავშნების კონტროლი;
** რეცეფციის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** სამუშაო გრაფიკების შექმნა და თანამშრომლების დასწრების კონტროლი;
** ხელმძღვანელის მითითებების შესრულება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
** პრობლემური სიტუაციებში სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სასურველია უმაღლესი განათლება, მომსახურების სფეროში გამოცდილება, ან მომსახურების სტანდარტების ცოდნა.

ჩვენთან დაგხვდებათ:

** მზარდი ანაზღაურება
** სამედიცინო დაზღვევა
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა
** შიდა როტაციისა და დაწინაურების პერსპექტივა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV): hr.abanotubanigroup@gmail.com

ჩვენ ვამუშავებთ, რეზიუმეში მითითებულ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის, შესაბამისობის დადგენის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვინახავთ ვაკანსიის განთავსების ვადის ამოწურვიდან 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში.

თუ თქვენ თანახმა ხართ, თქვენი რეზიუმე განვიხილოთ სამომავლო ვაკანტურ თანამდებობებთან მიმართებით, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე: hr.abanotubanigroup@gmail.com, რეზიუმეს გამოგზავნისას "თანახმა ვარ". ამასთან, გაცნობებთ რომ, თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს კომპანიისთვის წერილობითი (მათ შორის ელექტრონული) მიმართვის გზით გამოიხმოთ თქვენი თანხმობა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე