Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=717322&print=yes&view=jobs
 
ინდივიდუალური მზრუნველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინდივიდუალური მზრუნველი
მომწოდებელი: ბავშვთა და მოზარდთა განვითარების, რე/აბილიტაციის ცენტრი პროსპერო
გამოქვეყნდა: 28 აპრილი / ბოლო ვადა: 27 მაისი
ბავშვთა და მოზარდთა განვითარების, ჰაბილიტაციის და რეაბილიტაციის ცენტრი "პროსპერო" აცხადებს ვაკანსიას ინდივიდუალური მზრუნველის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: საათობრივი დატვირთვის შესაბამისად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის დიპლომის მქონე პირი/სტუდენტი
** პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების, კოლეჯის კურსდამთავრებული/სტუდენტი
** საბავშვო ბაღში, სკოლაში ან/და სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებთან მუშაობის მინიმუმ სამ თვიანი გამოცდილება. უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომელთაც აქვთ შშმ პირებთან მუშაობის გამოცდილება
** ასევე, უპირატესობა მიენიჭება პირს, ვისაც გავლილი აქვს საბაზისო კურსი ქცევის გამოყენებით ანალიზში ან რთული ქცევის მართვის ტრენინგი.

ამასთან, შერჩეულ კანდიდატებს შესაძლებლობა ექნებათ დამსაქმებელ ორგანიზაციაში გაიარონ ქცევის საერთაშორისო ორგანიზაციის (IBAO) მიერ აღიარებული IBT სასერტიფიკატო კურსი ქცევის გამოყენებით ანალიზ - (ABA)-ში

ძირითადი მოვალეობა:

ინდივიდუალური მზრუნველის ფუნქცია-მოვალეობაა, ბინაზე ინდივიდუალური მომსახურება გაუწიოს რთული ქცევის მქონე 7დან-18 წლამდე ბენეფიციარს მისი საჭიროებებიდან გამომდინარე, რაც შეიძლება მოიცავდეს:

** ბენეფიციარების მხარდაჭერას თვითმოვლის (კვების, ჰიგიენის, ჩაცმის და სხვა) დამოუკიდებელი ფუნქციონირების, თამაშის და აკადემიური უნარების განვითარებაში;
** ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს და უსაფრთხოების უზრუნველყოფას, საჭიროების შემთხვევაში, მედიკამენტების დროულად მიღებაზე ზრუნვას (ექიმის დანიშნულების შესაბამისად);
** ქცევის კონსულტანტთან და შემთხვევის მენეჯერთან ერთად დაგეგმილი აქტივობების განხორციელებას;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალურობა;
** ემოციური სტაბილურობა;
** როგორც დამოუკიდებელი, ასევე გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** საქმის ერთგულება;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** ორგანიზების უნარი;
** პოზიტიური და მხარდაჭერისკენ ორიენტირებული მიდგომა;
** სამუშაო დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

შერჩევის ეტაპები:

** ელექტრონული განაცხადების განხილვა
** გასაუბრება

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტის მისამართზე: prosperoclinic@gmail.com 2026 წლის 27 მაისის ჩათვლით.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ინდივიდუალური მზრუნველის), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია