Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=717320&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: კონტემპო
გამოქვეყნდა: 28 აპრილი / ბოლო ვადა: 28 მაისი
ავეჯის შოურუმი "კონტემპო" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

შპს "კონტემპო" არის საერთაშორისო ბრენდი Kave Home-ის ექსკლუზიური დილერი საქართველოში. ჩვენს შოურუმში, რომელიც მდებარეობს მარშალ გელოვანის გამზირზე და მოიცავს ოთხ სართულს, წარმოდგენილია Kave Home-ბრენდის მრავალფეროვანი პროდუქცია: შიდა და გარე ავეჯი, განათება, ტექსტილი, დეკორი და აქსესუარები.

ანაზღაურება:

** ფიქსირებული ხელზე ასაღები - 1700 ლარი;
** დამატებით გარანტირებული ბონუსი გაყიდვებიდან;
** საშუალოდ ხელზე ასაღები - 3000+ ლარი.

დამატებითი პირობები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** სამსახურის ადგილმდებარეობა თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი;
** სამუშაო გრაფიკი სრული, კვირაში 5 დღე;
** სამუშაო საათები 10:30 - 19:30.

ძირითადი ფუნქციები

** მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურებისა და ამომწურავი კონსულტაციის გაწევა;
** ბრენდის და მისი პროდუქციის ზედმიწევნით ცოდნა;
** პროდუქციის მდგომარეობისა და ფასების სისწორის მუდმივი კონტროლი;
** მაღაზიის ვიზუალური მდგომარეობის კონტროლი და შენარჩუნება;
** პროდუქციის რეალიზაცია მომხმარებელზე და შესაბამისი დოკუმენტაციის კურირება;
** მომხმარებლის ქცევის და პრეფერენციების შესწავლა და ხელმძღვანელისთვის წარდგენა;
** ბრენდის საკომუნიკაციო ენის და სტანდარტების დაცვა;

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი);
** გაყიდვების სფეროში სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 3 წლისა; ავეჯის, ინტერიერის ან მსგავსი ტიპის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისურ ენაზე თავისუფლად კომუნიკაცია, როგორც წერითი, ასევე ზეპირსიტყვიერი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე

პიროვნული მახასიათებლები

** კომუნიკაბელურობა და თავდაჯერებულობა;
** ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებული;
** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და თვითდისციპლინა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;

დაინტერესების შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებთ სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნების ყველა კრიტერიუმს, გადმოგვიგზავნეთ თქვენი CV ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე: info@contempo.ge

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია