Робота для біженців з України
ბუღალტრის თანაშემწე - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტრის თანაშემწე
მომწოდებელი: ემერენ გრუპი
გამოქვეყნდა: 28 აპრილი / ბოლო ვადა: 28 მაისი
კომპანია შპს "ემერენ გრუპი" აწარმოებს ხარისხიან ხილ-ბოსტნის შესყიდვასა და დისტრიბუციას.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე.

მისამართი: ქ. რუსთავი
ხელფასი: 1800 ლარიდან
სამუშაო განრიგი: ცვლადი სამუშაო განრიგი, რომელიც მოიცავს სამუშაო და დასვენების დღეების მოქნილ გადანაწილებას კომპანიის ოპერაციული საჭიროებების შესაბამისად.

ძირითადი მოთხოვნები და მოვალეობები:

** RS.GE-ზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება
** ბუღალტრული დოკუმენტაციის შევსება/დამუშავება
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აქტების შედარება კლიენტებთან
** ნაშთების მონიტორინგი
** ფინანსური ანალიზი პროდუქციის კალკულაცია
** კონკრეტულ პროდუქციებზე მოგების დაანგარიშება და ანალიტიკა
** დღის მანძილზე განხორციელებული ოპერაციების დოკუმენტების შედარება.
** პროგრამა: Fina (1-წლიანი მუშაობის გამოცდილება)
** პროგრამების ცოდნა: Microsoft Excel (კარგად)
** განათლება: უმაღლესი განათლება
** სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში
** ქართული ენის ცოდნა სავალდებულოა, ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე.

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალურობა, საქმისადმი პატივისცემა, მონდომებულობა, სტრესულ სიტუაციებში შეუფერხებლად მუშაობის შესაძლებლობა
** კანდიდატს უნდა გააჩნდეს ლოგიკური აზროვნების უნარი, გუნდური მუშაობის უნარი, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** მნიშვნელოვანია აპლიკანტი იყოს მუდმივად მოწესრიგებული და მიზანდასახული

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელფოსტის მისამართზე: careermrn@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე