Робота для біженців з України
ჯგუფის მენეჯერი - თბილისი, აჭარა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჯგუფის მენეჯერი
მომწოდებელი: ასფარმა-საქართველო
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / ბოლო ვადა: 28 მაისი
ფარმაცევტული კომპანია "ასფარმა" აცხადებს ვაკანსიას ჯგუფის მენეჯერის პოზიციაზე თბილისსა და აჭარის რეგიონში.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** ქართული და რუსული ენების ცოდნა

ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების გუნდის საქმიანობის მართვა/კოორდინაცია
** ინდივიდუალური და გუნდური მიზნების განსაზღვრა და შესრულების უზრუნველყოფა/მონიტორინგი
** პოტენციურ მომხმარებელთა ბაზების ფორმირება და მართვა
** გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბება კომპანიის მომხმარებლებთან
** შედეგების რეგულარული ანალიზი და ანგარიშგება მენეჯმენტთან

პიროვნული თვისებები:

** ლიდერული უნარები
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა
** კომუნიკაბელურობა
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
** შედეგზე ორიენტირებულობა

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ რეზიუმე, ფოტოსურათი (3X4) და დიპლომის ასლი შემდეგ მისამართზე: georgia@asfarma.com არაუგვიანეს 2026 წლის 28 მაისისა. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ CV ფოტოსურათის გარეშე არ იქნება განხილული.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე