Робота для біженців з України
დესქის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დესქის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: თამაშობანა
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / ბოლო ვადა: 27 მაისი
"თამაშობანა" ცნობისმოყვარეობისა და თამაშის ზეიმია!

გვჯერა, რომ თამაშს დიდი ძალა აქვს — არა მხოლოდ პატარებისთვის და არა მხოლოდ გასართობად. ამიტომ ყველაფერს, რასაც თამაშობანაში ვაკეთებთ, ვაკეთებთ თამაშის სიყვარულითა და დიდი ცნობისმოყვარეობით.

კომპანია "თამაშობანა" აცხადებს ვაკანსიას დესქის ადმინისტრატორის პოზიციაზე!

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლების დახვედრა და საჭირო ინფორმაციის მიწოდება
** სივრცის დათვალიერების ორგანიზება და ზონების გაცნობა
** მომხმარებლების რეგისტრაცია და ერთგული მომხმარებლის პროგრამაში გაწევრიანება
** კაფეს, მაღაზიისა და სხვა სერვისების შესახებ კონსულტაციის გაწევა
** კაფეს, მაღაზიისა და დამატებითი სერვისების შეთავაზება და რეალიზაციის ხელშეწყობა
** სივრცეში მომხმარებელთა ნაკადის მართვა და მიმართულებების მიცემა
** დაჯავშნების მართვა და მომხმარებლებთან დროული კომუნიკაციის უზრუნველყოფა
** "თამაშობანას" პროდუქტებისა და დამატებითი სერვისების აქტიური შეთავაზება და გაყიდვა
** ყოველდღიური ადმინისტრაციული საკითხების მოგვარება

რას გთავაზობთ:

** მხიარული და ლაღი სამუშაო გარემო
** ბევრი გულანთებული ადამიანი გუნდში
** კარიერული განვითარების შესაძლებლობები
** საინტერესო პროექტები და გამოწვევები
** სამუშაო საათები: კვირაში 40 საათი, შეთანხმებული გრაფიკით
** ფიქსირებული ანაზღაურება: 1000 ლარი
** დაზღვევა კომპანიის მხრიდან 50%-იანი თანადაფარვით
** სამუშაო ადგილი: "თამაშობანას" სივრცე მზიურის პარკში

აუცილებელი მოთხოვნაა ინგლისური ენის ცოდნა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@tamashobana.ge.

Subject-ის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნულ განაცხადზე გამოხმაურებითა და მონაცემების გამოგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ კომპანია შეძლებს თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაციის/პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ თანამშრომლობის დაწყების მიზნით საჭირო პროცედურებისთვის. პერსონალური მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეს თქვენი წინასწარი თანხმობის გარეშე და დაიცავს მხოლოდ აღნიშნულ მიზანს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე