Робота для біженців з України
აღმასრულებელი დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აღმასრულებელი დირექტორი
მომწოდებელი: მირა
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / ბოლო ვადა: 14 მაისი
ბაზარზე 22 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია შპს "მირა" აცხადებს ვაკანსიას აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** კომპანიის გრძელვადიანი სტრატეგიის ფორმირება და მისი ეფექტიანი განხორციელება;
** კომპანიის ფინანსური შედეგების მდგრადი ზრდის უზრუნველყოფა (P&L მართვა);
** გაყიდვების სტრატეგიის განვითარება და შესრულება (საცალო ქსელი, B2B და დისტრიბუცია);
** პროდუქტის პორტფელის მართვა და განვითარება ბაზრის მოთხოვნებზე დაყრდნობით;
** შოურუმების ოპერაციული საქმიანობის ეფექტიანი კოორდინაცია (თბილისი, ბათუმი);
** მომწოდებლებთან და პარტნიორებთან სტრატეგიული ურთიერთობების მართვა;
** კომპანიის ბიუჯეტის, ფინანსური რესურსებისა და მარაგების მართვა;
** მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაცია და ლოგისტიკური პროცესების გაუმჯობესება;
** ორგანიზაციული სტრუქტურის განვითარება, ძლიერი მენეჯმენტური გუნდის ფორმირება და თანამშრომელთა ეფექტიანობის ზრდა;
** ბიზნესპროცესების სტანდარტიზაცია და ოპერაციული ეფექტიანობის გაუმჯობესება;
** KPI-ებზე დაფუძნებული მართვის სისტემის დანერგვა და შესრულების კონტროლი;
** ციფრული არხების (ონლაინ გაყიდვები, CRM, ERP) განვითარება და პროცესების დიჯიტალიზაცია;
** მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების კულტურის დანერგვა;
** ახალი ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირება და კომპანიის ბაზრის წილის ზრდა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, საინჟინრო მენეჯმენტის, ეკონომიკის ან მონათესავე მიმართულებით;
** კომერციულ/ტექნიკურ ან დისტრიბუციულ ბიზნესში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** ტოპ-მენეჯერულ პოზიციაზე (CEO / General Manager / Commercial Director ან ეკვივალენტი) მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** გაყიდვებზე ორიენტირებული ბიზნესის მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
** ფინანსური ანალიზის, ბიუჯეტირების და P&L მართვის ძლიერი ცოდნა;
** მარაგების მართვის და დისტრიბუციის პროცესების ცოდნა;
** ორგანიზაციული სტრუქტურების შექმნისა და ბიზნეს პროცესების განვითარებისთვის საჭირო გამოცდილება;
** ციფრული ინსტრუმენტების (CRM, ERP, BI) გამოყენების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა (არანაკლებ B2 დონე).

პიროვნული უნარები:

** სტრატეგიული ხედვა და ძლიერი კომერციული აზროვნება;
** ანალიტიკური და სისტემური მიდგომა;
** ძლიერი ლიდერული და გადაწყვეტილების მიღების უნარები;
** მოლაპარაკებებისა და კომუნიკაციის მაღალი უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ცვლილებების მართვისა და ორგანიზაციული განვითარების უნარი.

ძირითადი შედეგების მოლოდინი (KPI):

** კომპანიის ბრუნვისა და მომგებიანობის ზრდა;
** გაყიდვების არხების ეფექტიანობის ზრდა;
** მარაგების ოპტიმიზაცია და ბრუნვადობის გაუმჯობესება;
** ოპერაციული ეფექტიანობის ზრდა და ხარჯების შემცირება;
** ბაზრის წილის ზრდა და კონკურენტული პოზიციის გაძლიერება;
** გუნდის პროდუქტიულობისა და შესრულების გაუმჯობესება.

ჩვენ გთავაზობთ:

** მაღალი ფიქსირებული ანაზღაურება;
** შედეგებზე დაფუძნებული საბონუსე სისტემა;
** შესაძლებლობა, უხელმძღვანელოთ მრავალპროფილურ კომპანიას;
** გავლენიანი როლი კომპანიის სტრატეგიული განვითარების პროცესში;
** ძლიერი გუნდის ფორმირებისა და ბიზნესის მასშტაბირების შესაძლებლობა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@mira.ge არაუგვიანეს 14 მაისისა.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: http://www.mira.ge/
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე