|
დასახელება:
კურიერი საკუთარი მიკროავტობუსით
|
| მომწოდებელი:
იზივეი
|
|
გამოქვეყნდა: 27 აპრილი
/ ბოლო ვადა: 27 მაისი
|
ლოჯისტიკური და საკურიერო კომპანია "იზივეი" ეძებს კურიერს საკუთარი მიკროავტობუსით თბილისში.
აუცილებელია, კანდიდატს ჰყავდეს საკუთარი "მარშრუტკა"!
ძირითადი მოვალეობა: გზავნილების აღება, ჩაბარება და აღრიცხვა კომპანიაში არსებული წესების შესაბამისად.
პირობები:
** სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, შაბათ-კვირა დასვენება;
** ანაზღაურება: დღეში 80-100 ლარი + საწვავი
** სამუშაო არეალი: მცხეთა-მთიანეთი, ქვემო ქართლი, გურჯაანი.
კომპანიის ძირითადი მოთხოვნები:
** საკუთარი ეკონომიური ტიპის ავტომობილი;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ქართულ ენაზე გამართული მეტყველების უნარი;
** მართვის მოწმობა B კატეგორია;
** საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა;
** აპლიკაციაში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად).
ჩვენი უპირატესობები:
** გამართული სამუშაო პროცესი;
** მეგობრული სამუშაო გარემო.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** სიახლის ათვისების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და სწორი მენეჯმენტის უნარი;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:
** პირველი ეტაპი - სატელეფონო გასაუბრება
** მეორე ეტაპი - ადგილზე გასაუბრება
დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@easyway.ge, სათაურის ველში მიუთითეთ "კურიერი საკუთარი მიკროავტობუსით" ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 23 80 03
|
|
|
|