Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=716918&print=yes&view=jobs
 
წარმოების ჯგუფის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წარმოების ჯგუფის უფროსი
მომწოდებელი: ნიკორა
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / ბოლო ვადა: 27 მაისი
ჩვენი ისტორია 1998 წელს დაიწყო.

კომპანიის პირველი ნაბიჯები ხორცპროდუქტების წარმოებას უკავშირდება, თუმცა წლების განმავლობაში განვითარების შედეგად ჩამოვყალიბდით მრავალპროფილურ ბიზნეს ჯგუფად.

დღეს, NMG (ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფი) წარმოადგენს საქართველოში მოქმედ მრავალპროფილურ საინვესტიციო და მმართველობით პლატფორმას, რომელიც აერთიანებს წამყვან კომპანიებს კვების წარმოების, რითეილის, ლოჯისტიკისა და სხვა სექტორებში.

ჩვენი მისიაა ღია და სანდო პარტნიორობაზე დაფუძნებული ბიზნესგარემოს შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს შვილობილი კომპანიების გრძელვადიან განვითარებას და ქმნის ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ღირებულებებს.

NMG ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. ჯგუფში, დღეს, 10 000-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობს და კომპანიის განვითარებასთან ერთად ეს რიცხვი მუდმივად იზრდება.

ჩვენ ვქმნით მდგრად, ღირებულებებზე დაფუძნებულ სამუშაო გარემოს, სადაც თანამშრომლების პროფესიული და კარიერული განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

თუ ეძებ შესაძლებლობას, იმუშაო სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ კომპანიაში, სადაც ფასდება პროფესიონალიზმი, ინოვაცია და ცოდნის მუდმივი გაღრმავება - შემოგვიერთდი.

თანამშრომელი - ჩვენი ძირითადი ღირებულებაა.

სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: https://nmg.com.ge/

სს "ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის" შვილობილი კომპანია შპს "ნიკორა" აცხადებს ვაკანსიას წარმოების ჯგუფის უფროსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილმდებარეობა: ნაძალადევი, ალ. მრევლიშვილის #2
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 09:00-18:00სთ.
ანაზღაურება: 2000 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** უბანზე არსებული სივრცეების მუდმივი შემოწმება, უზუსტობებისა და შეცდომების აღმოჩენა გამოსწორების მიზნით;
** მის კონტროლ ქვეშ მყოფ მაცივრებში, ნედლეულის ხარჯვის, შენახვის პირობების და ვადების კონტროლი;
** გარსაცმებისა და გარსაცმების საწყობების კონტროლი;
** აღწერა, ხარჯების კონტროლი, გადაწერების წარმოება და ინფორმაციულ კვეთაში მყოფ დეპარტამენტებზე დროული და სწორი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
** არსებული გეგმის ანალიზი და გეგმის შესრულებისათვის საჭირო სახარჯი მასალის გაცემა;
** საწყობებში არსებული პროდუქციის შეკვეთების წარმოება შესაბამის დეპარტამენტებთან;
** დღის შესასრულებელი გეგმისათვის საჭირო სახარჯი ნედლეულის მარაგების მუდმივი უზრუნველყოფა (გარდა ფორსმაჟორისა);
** სააღრიცხვო პროგრამაში ინფორმაციის სწორი და დროული ასახვის უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში უბანზე არსებულ სამუშაო პროცესში ჩართვა, ხელმძღვანელის მითითებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო/ ან პროფესიული განათლება;
** სამუშაო გამოცდილება 1 წლიანი საწარმოო მიმართულებით;
** საოფისე და საბუღალტრო პროგრამების: Excel, SAP, Apex ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** გუნდის მართვის უნარი;
** ინტერპერსონალური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** სისწრაფე და მოქნილობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

თუ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ გაეცანით ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ და შემდეგ გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე: jobs@nmg.com.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება - სს "ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის" ს/კ 200050675 (რეგისტრირებული მისამართი: ქ. თბილისი ალექსანდრე მრევლიშვილის ქ. #2) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმების მსურველი პირის/კანდიდატის არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

ამასთანავე, გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გაცნობა, ასლის მიღება, მცდარი არაზუსტი მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, ასევე მონაცემთა გადატანა, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, თუ არ არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვის საფუძველი, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე info@nmg.com.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით სს "ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის" ს/კ 200050675 იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი ალ. მრევლიშვილის ქ. №2.

სს "ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფი" ს/კ 200050675 კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია