|
დასახელება:
მასაჟის თერაპევტი/სპა სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 27 აპრილი
/ ბოლო ვადა: 27 მაისი
|
კომპანია აცხადებს ვაკანსიას მასაჟის თერაპევტი/სპა სპეციალისტის თანამდებობაზე.
ლოკაცია: აჭარა, გოდერძი
ანაზღაურება: 2000 + ბონუსი
ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება მასაჟის თერაპიაში ან SPA სერვისებში;
** კლასიკური, რელაქსაციური, ლიმფოდრენაჟული, სახის და SPA მასაჟის ტექნიკების ცოდნა;
** უპირატესობა მიენიჭება მოქმედ სერტიფიკატებსა და დასრულებულ სასწავლო პროგრამებს;
** სამედიცინო განათლება ან ექთნობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** პოზიტიური, თავაზიანი და სტუმარზე ორიენტირებული პიროვნება;
** გუნდში მუშაობისა და მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდების უნარი;
** სასურველია ჰოსპიტალითის (სასტუმრო/სერვისის სფერო) გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრებისთვის პრემიუმ ხარისხის SPA სერვისების მიწოდება;
** მასაჟისა და SPA პროცედურების შესრულება კომპანიის სტანდარტების შესაბამისად;
** სტუმრებისთვის კონსულტაციის გაწევა SPA პროცედურებსა და პროდუქტებზე;
** შემდგომი მოვლისა და სახლის პირობებში გამოყენების პროდუქტების რეკომენდაცია;
** SPA ოთახებში სისუფთავისა და წესრიგის დაცვა;
** SPA პროდუქტებისა და სერვისების გაყიდვების მხარდაჭერა.
კომპანია გთავაზობთ:
** საცხოვრებელს კურორტის ტერიტორიაზე;
** კორპორაციულ ტრენინგებს;
** კვებას სამუშაო საათებში;
** შესაძლებლობას იმუშაოთ თანამედროვე 5-ვარსკვლავიან ველნეს გარემოში.
დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ მითითებული ლინკი: https://forms.gle/Hxj7XEvR8kRx9iLm7
|
|
|
|