|
დასახელება:
მზარეული
|
| მომწოდებელი:
ოჯახი
|
|
გამოქვეყნდა: 26 აპრილი
/ ბოლო ვადა: 26 მაისი
|
ვეძებთ გამოცდილ, ორგანიზებულ და კრეატიულ მზარეულს, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის, გემრიელი და დაბალანსებული კერძების მომზადებას ოჯახისთვის.
ძირითადი მოვალეობები:
** კვირის მენიუს დამოუკიდებლად დაგეგმვა ოჯახის გემოვნებისა და საჭიროებების მიხედვით
** მრავალფეროვანი, ჯანსაღი და ხარისხიანი კერძების მომზადება ყოველდღიურად
** ახალი და საინტერესო რეცეპტების შეთავაზება
** პროდუქტების სიის შედგენა და მარაგების მართვა
** სამზარეულოს სისუფთავისა და ჰიგიენის მაღალი სტანდარტების დაცვა
** საჭიროების შემთხვევაში სპეციალური კვების რეჟიმების გათვალისწინება
მოთხოვნები:
** მზარეულად მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება
** მაღალი პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა
** სისუფთავის და ხარისხის მკაცრი სტანდარტების დაცვა
** კრეატიულობა და დეტალებზე ყურადღება
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
სამუშაო გრაფიკი:
** 10:00 - 18:00
** კვირაში 5/6 დღე
** 24 კალენდარული დღე შვებულება
ანაზღაურება: 1800-2000
ლოკაცია: ბათუმი
თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის კერძების მომზადება და გსურთ სტაბილურ და კომფორტულ გარემოში მუშაობა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე: nt.aixcogroup@gmail.com
|
|
|
|