|
დასახელება:
ოპერაციების კოორდინატორი
|
| მომწოდებელი:
Hostify Batumi
|
|
გამოქვეყნდა: 24 აპრილი
/ ბოლო ვადა: 24 მაისი
|
"Hostify Batumi" აცხადებს ვაკანსიას ოპერაციების კოორდინატორის თანამდებობაზე.
სამუშაო გრაფიკი: 11:00-19:00
შესვენება: 1 საათი (მოქნილი განაწილებით დღის განმავლობაში)
შაბათი/კვირა — დასვენება
ძირითადი მოვალეობები:
** ოპერაციული ნაწილი (11:00-15:00)
** დიასახლისების სამუშაო პროცესის კოორდინაცია და ზედამხედველობა (უშუალოდ დასუფთავებაში მონაწილეობა არ შედის)
** ბინების სისუფთავისა და მზადყოფნის ხარისხის კონტროლი
** ბინებზე ვიზიტები კომპანიის ტრანსპორტით და ოპერაციული პროცესების მონიტორინგი
** სტუმრების სტატუსის კონტროლი (ჩექ-ინი, ჩექ-აუტი, დარჩენის დროის მონიტორინგი)
** ონლაინ და ლოჯისტიკური ნაწილი (15:00-19:00)
** Airbnb პლატფორმაზე შემოსულ შეტყობინებებზე პასუხი (11:00-19:00)
** წინასწარ განსაზღვრული წესებისა და პროტოკოლების მიხედვით პრობლემების გადაჭრა
** ცენტრალური საწყობის მარაგების მართვა
** ინვენტარის შეკვეთა და ბინების მომარაგების ორგანიზება
** ლოჯისტიკური პროცესების კოორდინაცია
დამატებითი პასუხისმგებლობები:
** დიასახლისების მუშაობასთან დაკავშირებული შენიშვნებისა და გაფრთხილებების გაცემა
** ოპერაციული პროცესების მონიტორინგი და ხარისხის კონტროლი
** ყოველდღიური სამუშაო პროცესების ორგანიზება და შესრულების ზედამხედველობა
მოთხოვნები:
** ინგლისური ენა — მინიმუმ A2 დონე
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა
** multitasking და დროის მართვის უნარი
** ძლიერი კომუნიკაციის უნარები
** გამოცდილება hospitality ან property management სფეროში ჩაითვლება უპირატესობად
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ და დინამიკურ სამუშაო გარემოს
** პროფესიულ განვითარებას Airbnb management სფეროში
** კარიერულ ზრდას (ოპერაციების კოორდინატორი → ოპერაციების მენეჯერი)
** პროცესებზე რეალური გავლენის შესაძლებლობას
ანაზღაურება:
** პირველი 3 თვე: 1200 ლარი
** 3 თვის შემდეგ — შესრულების შეფასების საფუძველზე კომპანია განიხილავს ანაზღაურების ~40%-იან ზრდას
** შემდგომ ეტაპზე: დაწინაურებისა და დამატებითი განვითარების შესაძლებლობა
საკონტაქტო: hostifygeo@gmail.com
|
|
|
|