Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=716658&print=yes&view=jobs
 
მორიგე ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მორიგე ადმინისტრატორი
მომწოდებელი: კლინიკა მედი
გამოქვეყნდა: 24 აპრილი / ბოლო ვადა: 24 მაისი
კლინიკების ქსელი "მედი" — ეს არის საქართველოს უმსხვილესი ესთეტიკური მედიცინის მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც 1999 წლიდან ფუნქციონირებს და ეკუთვნის ქართველი ექიმების ოჯახს.

კლინიკა მედის პრიორიტეტები:

** საუკეთესო მომსახურება
** კვალიფიციური ექიმები
** უახლესი ტექნოლოგიები
** მუდმივი განვითარება
** პაციენტებზე და დასაქმებულებზე ორიენტირებული გარემო

კლინიკა "მედი" აცხადებს ვაკანსიას მორიგე ადმინისტრატორის პოზიციაზე.

მდებარეობა-თბილისი (კოსტავა, ცენტრალური ფილიალი)
გრაფიკი- სამ დღეში ერთხელ 14 საათიანი ცვლა, 08:00 საათიდან 22:00 საათამდე;
ანაზღაურება- ცვლაში 100 ლარი
სპეციფიკის გათვალისწინებით სქესი მამრობითი;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ფილიალის 1 სართულზე წესრიგის უზრუნველყოფა;
** ობიექტის მატერიალური ფასეულობების გატანა-შემოტანის კონტროლი/სპეციალურ ჟურნალში ასახვა;
** ვიზიტორთა შესვლის/გასვლის კონტროლი;
** თანამშრომელთა შესვლის/გასვლის კონტროლი;
** პაციენტებისთვის ფილიალში/დან შესვლის/გასვლისას კარის გაღება;
** საჭიროების შემთხვევაში პაციენტების მანქანამდე მიცილება;
** ოფისის გასაღების ჩაბარება სამუშაო დღის ბოლოს;
** უსაფრთხოების სისტემების აღჭურვილობის გამართულობის კონტროლი;
** საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა სამუშაო საათებში;
** კონფლიქტური სიტუაციების და ინციდენტების აღკვეთა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უცხო ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე (ინგლისური ან რუსული);
** სასურველია მინიმუმ 1 წლის გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე;
** პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** დისციპლინირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** დინამიურ და საინტერესო სამსახურს ამბიციურ და პროფესიონალ გუნდთან ერთად;
** პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას.
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
** საჩუქრები დაბადების დღეზე;
** მომხიბვლელი ფასდაკლებები პროცედურებზე;
** სასაჩუქრე ქულები კომპანიისგან წელიწადში 5 ჯერ.

დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაციის ფორმა და გამოაგზავნეთ CV 2026 წლის 24 მაისამდე: https://medi.selfrecruit.ge/0abce208-8ae8-468f-b5bc-a77e7b8a958c

 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია