Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=716654&print=yes&view=jobs
 
ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ტოტალ შარმ ვაკე
გამოქვეყნდა: 24 აპრილი / ბოლო ვადა: 24 მაისი
შპს "ტოტალ შარმ ვაკე" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

კლინიკის შესახებ: შპს "ტოტალ შარმ ვაკე" არის პირველი დერმატოლოგიურ/კოსმეტოლოგიური კლინიკა, რომელსაც მინიჭებული აქვს ISO 9001:2015 სერტიფიკატი. "ტოტალ შარმ ვაკე" პაციენტებს სთავაზობს კომფორტულ სივრცესა და მაღალკვალიფიციურ მომსახურებას.

ძირითადი ინფორმაცია:

** ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსი
** სამუშაო რეჟიმი: კვირაში 5 დღე (09:00-15:00 ან/და 15:00-21:00)
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაკე, ზ. ფალიაშვილის ქ. №87 ბ

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პაციენტების სამედიცინო ისტორიების გახსნა კლინიკის შიდა პროგრამაში (1C პროგრამა).
** ინფორმაციის პროგრამული ასახვა მაქსიმალური სიზუსტით, პაციენტთან დაკავშირებული მონაცემების პროგრამული აღრიცხვის პროცედურის შესაბამისად;
** პაციენტებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება (როგორც კლინიკაში, ასევე სოციალურ ქსელებში);
** დღის განმავლობაში მიღებული თანხის, ჩეკებისა და რეპორტების უზრუნველყოფა, მათ შორის სალაროში არსებული თანხის კონტროლი;
** პაციენტების მომსახურება "სერვის პლიუსით" განსაზღვრული მომსახურების სტანდარტების დაცვით;
** კომპეტენციის ფარგლებში სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1-წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** გამართული მეტყველება ქართულად;
** უცხო ენების ცოდნა: ინგლისური და რუსული ენა საშუალოზე მაღალ დონეზე.

ცოდნა და უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

განაცხადის მიღების წესი: დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) მითითებულ ელფოსტაზე: k.gergauli@tcc.ge.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია