|
დასახელება:
კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი - B2B
|
| მომწოდებელი:
ენ-ჯი-ეს გრუპი
|
|
გამოქვეყნდა: 24 აპრილი
/ ბოლო ვადა: 24 მაისი
|
შპს "ენ-ჯი-ეს გრუპი" აიტი ინტეგრატორი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 10 წელია ოპერირებს და თანამშრომლობს როგორც ლოკალურ, ისე საერთაშორისო კომპანიებთან.
კომპანიის ძირითადი სერვისებია: IT ინტეგრაცია, საკონსულტაციო მომსახურება და IT პროექტების/პროდუქტების მართვა.
IT ინტეგრატორი კომპანია "ენ-ჯი-ეს გრუპი" აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის (B2B) პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის N7
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00
შესვენება 14:00-15:00
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად
ფუნქცია-მოვალეობები:
** ახალი კლიენტების მოძიება: პოტენციური კორპორატიული მომხმარებლების იდენტიფიცირება, კომპანიის სერვისების პრეზენტაცია და გრძელვადიანი თანამშრომლობის ინიცირება.
** გაყიდვების ციკლის მართვა: გაყიდვების სრული პროცესის მართვა, პირველი კომუნიკაციიდან - მოლაპარაკებების წარმოებამდე და ხელშეკრულების გაფორმებამდე.
** კომერციული შეთავაზებების მომზადება: კლიენტის ბიზნეს-გამოწვევების ანალიზი და მათზე მორგებული IT ინტეგრაციის, საკონსულტაციო თუ პროექტული სერვისების შეთავაზება.
** ურთიერთობების მართვა: არსებულ კორპორატიულ კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია, სიახლეების გაცნობა და პარტნიორული კავშირების გაძლიერება.
** ბაზრის ანალიტიკა: კონკურენტული გარემოს კვლევა, გაყიდვების დინამიკის მონიტორინგი და შესაბამისი რეპორტინგი.
** კონტროლი: გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების შესრულების მუდმივი ზედამხედველობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბაკალავრის ხარისხი (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირება, IT, ეკონომიკა ან მასთან დაკავშირებული სფერო)
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება B2B გაყიდვების მიმართულებით (უპირატესობად ჩაითვლება გამოცდილება IT სერვისების ან პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში)
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** ინგლისური ენის ფლობა B2 დონეზე, რუსული ენის ფლობა B1 დონეზე.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** საქმიანი კომუნიკაციისა და ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის დაგეგმვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
** ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების ოპტიმალურად გადაჭრის უნარი.
** გუნდური მუშაობის კულტურა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ენ-ჯი-ეს გრუპში დაგხვდება:
** ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა;
** კარიერული ზრდისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
** კორპორატიული ტრენინგები და სერტიფიკაციის მხარდაჭერა
** დინამიური, მეგობრული გარემო და საინტერესო პროექტები;
** ახალი ტექნოლოგიებთან მუდმივი კონტაქტი
** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - Hr@ngsgroup.ge და სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი (B2B).
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|
|
|
|