Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=716650&print=yes&view=jobs
 
IT პროექტების მენეჯერის ასისტენტი - Non-Dev
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT პროექტების მენეჯერის ასისტენტი - Non-Dev
მომწოდებელი: ენ-ჯი-ეს გრუპი
გამოქვეყნდა: 24 აპრილი / ბოლო ვადა: 24 მაისი
შპს "ენ-ჯი-ეს გრუპი" აიტი ინტეგრატორი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 10 წელია ოპერირებს და თანამშრომლობს როგორც ლოკალურ, ისე საერთაშორისო კომპანიებთან.

კომპანიის ძირითადი სერვისებია: IT ინტეგრაცია, საკონსულტაციო მომსახურება და IT პროექტების/პროდუქტების მართვა.

IT ინტეგრატორი კომპანია "ენ-ჯი-ეს გრუპი" აცხადებს ვაკანსიას - IT პროექტების მენეჯერის ასისტენტის (Non-Dev) პოზიციაზე.

პოზიცია არ ითვალისწინებს პროგრამირებას/კოდის წერას და ორიენტირებულია IT ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის N7
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00
შესვენება 14:00-15:00
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროექტების დაგეგმვა: პროექტის მენეჯერთან ერთად სტრატეგიის განსაზღვრა და დეტალური სამოქმედო გეგმის მომზადება.
** კოორდინაცია და კონტროლი: მიმდინარე პროექტების შესრულების ვადებისა და ხარისხის მუდმივი მონიტორინგი.
** კომუნიკაციის მართვა: მომხმარებლებთან მუდმივი კავშირი, ინფორმაციის მიმოცვლა და უკუკავშირის (Feedback) ანალიზი.
** ხარვეზების იდენტიფიცირება: სამუშაო პროცესში წარმოქმნილი შეფერხებების დროული აღმოჩენა და რეაგირების პროცესში ჩართულობა.
** დოკუმენტბრუნვა: პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის (აქტები, ანგარიშები, ბიუჯეტები) წარმოება და რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე ტექნიკის (პრინტერები, კომპიუტერები და სხვ.) მუშაობის პრინციპების ცოდნა.
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** უპირატესობად ჩაითვლება IT ტექნოლოგიების სფეროში არსებული საბაზისო ცოდნა
** ინგლისური ენის ფლობა B2 დონეზე

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა
** გამართული კომუნიკაცია
** პრობლემის სწრაფი იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი

ენ-ჯი-ეს გრუპში დაგხვდება:

** ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა;
** კარიერული ზრდისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
** კორპორატიული ტრენინგები და სერტიფიკაციის მხარდაჭერა
** დინამიური, მეგობრული გარემო და საინტერესო პროექტები;
** ახალი ტექნოლოგიებთან მუდმივი კონტაქტი
** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - Hr@ngsgroup.ge და სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - IT პროექტების მენეჯერის ასისტენტი (Non-Dev).

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია