Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=716645&print=yes&view=jobs
 
ბრენდ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბრენდ მენეჯერი
მომწოდებელი: კანტი
გამოქვეყნდა: 24 აპრილი / ბოლო ვადა: 24 მაისი
შპს "კანტი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:

** ბაზრის კვლევა და ანალიტიკა;
** ბრენდის გაყიდვების ანალიტიკა (ABC ანალიზის გაკეთება, ბოსტონის მატრიცის გამოყენება);
** პლანოგრამის შექმნა და იმპლემენტირება, მაღაზიის კატეგორიების მიხედვით;
** ფასწარმოქმნის შედგენა პროდუქტების მიხედვით;
** მარჟინალობის კონტროლი როგორც ბრენდის, ასევე პროდუქტის ჭრილში
** ბრენდის მომგებიანობის კონტროლი;
** მომწოდებლებთან ურთიერთობა;
** პროდუქტის ვადების კონტროლი, საწყობის ხელმძღვანელის დახმარებით;
** გაყიდვების გეგმის შედგენა და შეთანხმება უშუალო ხელმძღვანელთან;
** ბრენდის პრეზენტაციის შექმნა და მათი წარდგენა გაყიდვების გუნდსა და პარტნიორებთან
** პროდუქციის შეკვეთა საჭიროებისამებრ.

მოთხოვნები:

** გამოცდილება იდენტურ ან მომიჯნავე სფეროში;
** ინგლისური და რუსული ენების ფლობა საკომუნიკაციო დონეზე (აღნიშნული საჭიროება გამომდინარეობს უცხოური პროდუქტების მომწოდებლებთან კომუნიკაციის დამყარების მიზნით).

ლოკაცია: გლდანი

გრაფიკი: 09:30-18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
ანაზღაურება: 3000 ლარის ოდენობით ფიქსირებული (პირველი 3 თვე, სამი თვის შემდეგ + ყოველთვიური 500 ლარიანი საბონუსე ფონდი და კვარტალური 1500 ლარიანი ბონუსი)

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გაგვიზიაროთ CV მეილზე: hr@kanti.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია