|
დასახელება:
კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Genio Systems
|
|
გამოქვეყნდა: 24 აპრილი
/ ბოლო ვადა: 24 მაისი
|
"Genio Systems" წარმოადგენს კლასიკურ IT კომპანიას, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ინოვაციურ, უსაფრთხო და მათ ბიზნეს-საჭიროებებზე მორგებულ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს.
კომპანიის გაფართოებასთან დაკავშირებით, ვეძებთ მოტივირებულ კორპორაციული გაყიდვების მენეჯერს.
სამუშაო ადგილი: დისტანციური (Remote)
სამუშაო გრაფიკი: სრული
არ გაქვს გამოცდილება? არ არის პრობლემა! თუ ხარ დაინტერესებული გაყიდვებითა და IT სფეროთი, ჩვენი გუნდი სრულად შეგასწავლის ყველა იმ ტექნიკასა თუ სპეციფიკას, რაც ამ პოზიციაზე წარმატების მისაღწევად დაგჭირდება.
ძირითადი მოვალეობები (შესწავლის შემდეგ):
** პოტენციური კორპორატიული კლიენტების (B2B) მოძიება და მათთან კომუნიკაციის დამყარება.
** კომპანიის IT პროდუქტებისა და სერვისების პრეზენტაცია.
** კლიენტების საჭიროებების იდენტიფიცირება და მათთვის ტექნოლოგიური გამოსავლების შეთავაზება.
** მოლაპარაკებების წარმართვა და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების შენება.
ვის ვეძებთ / მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის. * მთავარია, გქონდეთ სწავლისა და განვითარების ძლიერი სურვილი.
** ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი.
** მიზანმიმართულობა, ენერგიულობა და შედეგზე ორიენტირებულობა.
** დროის ეფექტურად მართვისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა (სასურველია ინგლისური ენის საბაზისო საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა).
რას გთავაზობთ ჩვენ:
** სრულად დისტანციურ სამუშაო გრაფიკს - იმუშავეთ ნებისმიერი ადგილიდან, ოფისში სიარულის გარეშე.
** სრულფასოვან ტრენინგს - ჩვენ გასწავლით ყველაფერს, დაწყებული გაყიდვების ტექნიკებიდან, დასრულებული IT სერვისების სპეციფიკით.
** პროფესიულ ზრდასა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.
** მზარდ და სტაბილურ შემოსავალს (ფიქსირებულ ხელფასს + ბონუსს გაყიდვებიდან).
** მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს.
განაცხადის მიღების წესი:
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: info@geniosystems.ge გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი".
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|