Робота для біженців з України
ანაზღაურებადი სტაჟირება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება
მომწოდებელი: საპროთეზო ორთოპედ. რეაბილიტაციის ცენტრი
გამოქვეყნდა: 24 აპრილი / ბოლო ვადა: 24 მაისი
შპს "ორთო-სისტემების საპროთეზო ორთოპედიული რეაბილიტაციის ცენტრი" აცხადებს 3 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას.

ჩვენი ცენტრი მომსახურებას უწევს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მათ შორის პაციენტებს, ვისაც ესაჭიროება ზედა და ქვედა კიდურების საპროთეზო ორთოპედიული რეაბილიტაცია.

შესაძლებლობა გექნებათ:

** ახლოდან გაეცნოთ ჩვენი კომპანიის საქმიანობას
** იმუშაოთ ჩვენი კომპანიის გამოცდილი ტექნიკოსების გუნდთან ერთად
** შეისწავლოთ ერთ-ერთი დეფიციტური პროფესია
** გაეცნოთ ჩვენს სამუშაო პროცესებს

ძირითადი მოთხოვნები:

** კანდიდატს უნდა შეეძლოს ფიზიკური სამუშაოს შესრულება. ჰქონდეს, როგორც ხელით, ასევე გონებრივად მუშაობის უნარ-ჩვევები;
** უნდა შეეძლოს შშმ პირებთან გულისხმიერი ურთიერთობა.

ძირითადი მოვალეობები:

** ორთოპედიული მოწყობილობის (კიდურის პროთეზი, ორთეზი) დამზადების პროცესში მონაწილეობა (თაბაშირის ყალიბის დამზადება, მყარი თაბაშირის დამტვრევა-გატანა, თერმოფორმირებად პლასტიკატებთან, ტყავთან და სხვა მასალებთან მუშაობა, საპროთეზო ორთოპედიული მოწყობილობების აწყობა და რეგულირება და სხვა)

კანდიდატებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან სტაჟირებას, ექნებათ შესაძლებლობა დასაქმდნენ ჩვენს ორგანიზაციაში.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი ბიოგრაფია მეილზე: info@gefpor.ge

კომპანიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე: http://www.gefpor.ge/
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე