Робота для біженців з України
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი
მომწოდებელი: საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმი
გამოქვეყნდა: 24 აპრილი / ბოლო ვადა: 24 მაისი
"სსიპ საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანება" აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები

** გენერალური დირექტორის საქმიანობის ადმინისტრაციული მხარდაჭერა და შეხვედრების/ვიზიტების ორგანიზებაში მონაწილეობა;
** გენერალური დირექტორის კორესპონდენციისა და დოკუმენტბრუნვის ადმინისტრაციული უზრუნველყოფა;
** ხელმძღვანელობის მიერ განსაზღვრული სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
** ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის პოლიტიკის დაგეგმვა და განხორციელების კოორდინაცია;
** ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების უზრუნველყოფა და მედიისა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის მართვა;
** პრესრელიზების, საინფორმაციო მასალების მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** უმაღლესი განათლება;
** საზოგადოებასთან ურთიერთობის, კომუნიკაციების ან მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და კომუნიკაციის კარგი უნარები.

სამუშაო ადგილი: თბილისი, კარგარეთელის ქუჩა №6
სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი, 10:30 - 18:00
ანაზღაურება: 3000 ლარი (დარიცხული, გადასახადების ჩათვლით)

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ CV ელექტრონულ მისამართზე: geoartpalace@gmail.com

ელექტრონული წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე